ფეხბურთი

21:49 | 23.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” მატიჩს იფორმებს

ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველი ნემანია მატიჩი კარიერას “მანჩესტერ იუნაიტედში” გააგრძელებს. Manchester Evening News-ის ინფორმაციით, კლუბები უკვე შეთანხმდნენ ფეხბურთელის სატრანსფერო ფასზე და სერბი “ოლდ ტრაფორდზე” უახლოეს ხანებში გადაბარგდება.

მატიჩის საბაზრო ღირებულება 35 მილიონ ევრომდეა შეფასებული. 28 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა გასულ სეზონში 40 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110598