ფეხბურთი

15:12 | 23.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

საბანაძემ “ტორპედო” დატოვა

ქუთაისის “ტორპედოსა” და ნიკოლოზ საბანაძეს შორის არსებული კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა და 26 წლის ფორვარდმა კლუბი ოფიციალურად დატოვა.

“ფეხბურთელმა რამდენიმე დღის წინ ითხოვა გუნდიდან გათავისუფლება და როგორც თავად განაცხადა, თამაშს “სამტრედიაში” გააგრძელებს” - ნათქვამია “ტორპედოს” პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საბანაძე “ტორპედოს” ორწლიანი განშორების შემდეგ ამ ზამთარს დაუბრუნდა და კლუბთან ერთწლიანი ხელშეკრულება აკავშირებდა. მან მიმდინარე ეროვნულ ლიგაში ქუთაისელთა შემადგენლობაში ჩატარებულ 13 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116421