კალათბურთი

21:44 | 22.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

,,ორბი’’ ბრინჯაოს მედლის მფლობელია

საქართველოს 16 წლამდე ვაჟ კალათბურთელთა მიმდინარე ჩემპიონატში ბრინჯაოს მედლები გათამაშდა. მესამე ადგილისათვის ერთმანეთს ნახევარფინალში ხელმოცარული ,,ორბი’’ და ,,დინამო’’ დაუპირისპირდნენ. 74: 72 გაიმარჯვა ,,ორბმა’’ და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა. თამაშის მიწურულს ფორტუნამ ,,ორბს’’ გაუღიმა და მესამე ადგილიც მას ერგო.

,,ორბის’’ გამარჯვებაში გამორჩეული წვლილი ნიკოლოზ გურგენიძემ შეიტანა, რომელმაც ორივე გუნდის ჩემადგენლობაში საუკეთესო შედეგი აჩვენა - 27 ქულა და 16 მოხსნა. დინამოელთაგან საუკეთესო იყო ირაკლი კილაძე რომლის ანგარიშზე 19 ქულა და 23 მოხსნაა.

გამარჯვებულებს მედლები ვეტერანმა კალათბურთელმა, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრმა გია სანაძემ გადასცა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114785