ლიტვიის ქალაქი კაუნასი, ჭაბუკ კალათბურთელთა შორის საერთაშორისო კემპს მასპინძლობს, რომელშიც ორი ქართველი კალათბურთელი მონაწილეობს. ესენი არიან საკალათბურთო კლუბ ,,სოხუმის’’ U-16-სა და საქართველოს ნაკრების წევრი ვალერი ჩხიტუნიძე და ამავე კლუბის U-14-სა და ქვეყნის ნაკრების წევრი ოთო სულაკაური.
ამის შესახებ ინფორმაციას ,,სოხუმის’’ ფეისბუქ გვერდი ავრცელებს.
აღნიშნულ კალათბურთელებთან ერთად ლიტვაში ,,სოხუმის’’ მეპატრონე და მისი ერთ-ერთი მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელიაც იმყოფება.
სხვებთან ერთად კაუნასის კემპს ლატვიის ვაჟ კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი აინარს ბაგატსკისი ესწრება.