ჭადრაკი

10:30 | 21.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ხანტი-მანსიისკში ორხელისუფლებიანობაა

რუსეთის ქალაქ ხანტი-მანსიისკში მიმდინარე მოჭადრაკეთა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე მეოთხე ტურის პარტიები გათამაშდა.

საქართველო ამჯერად როგორც გუნდური, ისე მოჭადრაკეთა მაღალი რეიტინგის მქონე რუსეთს ეთამაშებოდა. მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ამ შეხვედრაზე საქართველოს ნაკრებმა დააგვიანა.

მხოლოდ ხოტენაშვილს ჰყავდა მასზე ოდნავ დაბალი რეიტინგის მქონე მოწინააღმდეგე. ბელამ ეს შანსი ასი პროცენტით გამოიყენა და გაიმარჯვა. წააგო ჯავახიშვილმა, ხოლო ბაციაშვილმა ყაიმი გააკეთა. შეხვედრის ბედი ევროპის მოქმედ ჩემპიონ ძაგნიძისა და მსოფლიოს ექს-ჩემპიონ კოსტენიუკის პარტიაში გადაწყდა. გაიმარჯვა ~რუსმა მოჭადრაკემ და გამარჯვება ტურნირის მასპინძლებს დარჩათ.

ოთხი ტურის შემდეგ საქართველოს 4.0 ქულა აქვს,რომელიც აზერბაიჯანთან და ჩინეთთან ერთად V-VII ადგილებს ინაწილებს. ორხელისუფლებიანობაა სატურნირო ცხრილის სათავეში, სადაც 7.0-7.0 ქულით რუსეთი და უკრაინა ლიდერობენ.

ასევე ორხელისუფლებიანობაა ვაჟთა ტურნირზე, სადაც 7.0-7.0 ქულით 1-2 ადგილებს ჩინეთისა და რუსეთის ნაკრები გუნდები ინაწილებენ.

მომდევნო, მე-5 ტურში საქართველოს მეტოქე ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე ჩინეთი იქნება. მართალია, ხანტი-მანსიისკში ჩინეთის ნაკრები ცუდად თამაშობს, მაგრამ ის ყოველთვის რთული მეტოქეა და ყურადღების მოდუნება ოდნავადაც არ შეიძლება. მითუმეტეს, რომ ორივე გუნდს გამარჯვება ჰაერივით სჭირდება.

მე-4 ტურის შეხვედრათატექნიკური შედეგები :

საქართველო-რუსეთი-1.5:2.5

ნანა ძაგნიძე (2533) - ალექსანდრა კოსტენიუკი(2542)-0:1

ლელა ჯავახიშვილი(2447) - ეკატერინა ლაგნო (2539)-0:1

ბელა ხოტენაშვილი (2452 - ვალენტინა გუნინა(2449)-1:0

ნინობაციაშვილი (2469) - ეკატერინა გარიაჩკინა(2477)-0.5-0.5

უკრაინა-ვიეტნამი -3:1

ინდოეთი-პოლონეთი -2.5:1.5

აზერბაიჯანი-ჩინეთი -2.0:2.0

აშშ - ეგვიპტე - 3.5:0.5

სატურნირო მდგომაზრეობა 4 ტურის შემდეგ:

1-2.უკრაინა, რუსეთი - 7.0-7.0 ქულა

3-4.ინდოეთი, პოლონეთი - 5.0-5.0

5-7.საქართველო, ჩინეთი, აზერბაიჯანი- 4.0-4.0

8-9.ვიეტნამი, აშშ - 2.0-2.0

10.ეგვიპტე - 0.0

მე-5 ტურის შეხვედრათა განრიგი:

ჩინეთი - საქართველო

პოლონეთი - უკრაინა

რუსეთი - აშშ

ეგვიპტე - ინდოეთი

ვიეტნამი-აზერბაიჯანი

0.12216