ჩოგბურთი

22:30 | 20.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

მარეის მოულოდნელი მარცხი   

მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ენდი მარეი ლონდონის ტურნირზე მოულოდნელად რეიტინგის 90-ე ნომერთან ავსტრალიელ ჯორდან ტომპსონთან 6:7, 2:6 დამარცხდა. შეხვედრა საათსა და 44 წუთს გაგრძელდა. პირველ სეტში ჯორდანმა ტაიბრეიკზე 7:4 მოიგო. მეორე პარტიაში ავსტრალიელმა ბრიტანელს ორი უპასუხო ბრეიკი გაუკეთა, რამაც შეხვედრის ბედი გადაწყვიტა.

ტომპსონი საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობდა და ჟერემი შარდთან ფინალში წააგო, თუმცა იღბლიანი წაგებულის სტატუსით ძირითად ბადეში მოხვდა. საბოლოოდ კი ჯორდანი ამ საჩუქრით არ დაკმაყოფილდა და მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელის დამარცხებით სენსაციის ავტორი გახდა. ამერიკელი მომდევნო შეხვედრას თანამემამულე სემ ქუერისთან 22 ივნისს გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113235