ფეხბურთი

20:42 | 20.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძე - დიდი ალბათობით, დანიის "რანდერსში"

როგორც worldsport.ge-მ შეიტყო, დიდი შანსია, საბა ლობჟანიძე დანიის "რანდერსში" გადავიდეს. ინფორმაცია თბილისის "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიას მრჩეველთან, ლევან სალუქვაძესთან გადავამოწმეთ.

"დიახ, ვადასტურებ, რომ "რანდერსთან" მოლაპარაკებას ვაწარმოებთ. წინასწარი მოლაპარაკებები დასრულდა, დანიელთაგან ინტერესი დიდია და არის რეალური შანსი, რომ ლობჟანიძე ზაფხულში "რანდერსში" გადავიდეს. თუმცა ფეხბურთელი დღეს ქუთაისის "ტორპედოსთან" უმნიშვნელოვანეს მატჩზე ფიქრობს" - გვითხრა ლევან სალუქვაძემ.

"რანდერსი" 14 წლის წინ დაარსდა, მაგრამ სახელი უკვე მოიპოვა. 2006 წელს დანიის თასი მოიგო, 2013 წელს სუპერლიგაში მესამე ადგილზე გავიდა და ევროპა ლიგაზეც გამოდიოდა, თუმცა ჯგუფურ ეტაპზე არასოდეს გასულა.

გასული სეზონი "რანდერსმა" ცხრილის შუაში, მეშვიდე ადგილზე დაასრულა.

საბა ლობჟანიძე ჩვენი ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. 22 წლის ნახევარცველმა მიმდინარე ეროვნულ ლიგაში 12 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123073