ფეხბურთი

18:04 | 20.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერს” სემედუს გადაბირება სურს

“მანჩესტერ იუნაიტედი” “ბენფიკას” 23 წლის მცველით, ნელსონ სემედუთი დაინტერესდა და Mundo Deportivo-ს ცნობით, პორტუგალიურ კლუბს უკვე შესთავაზა 35 მილიონი ევრო.

“ბენფიკას” ახალგაზრდა მცველის სანაცვლოდ მინიმუმ 40 მილიონი ევრის მიღება სურს და დიდი ალბათობით, “წითელ ეშმაკებს” უარით გაისტუმრებენ.

სემედუს მიმართ ასევე “ბარსელონა”, “მანჩესტერ სიტი”, “ბაიერნი” და “პარი სენ ჟერმენი” იჩენენ ინტერესს.

ამ ზაფხულს მანჩესტერელებმა უკვე დაასრულეს გარიგება “ბენფიკას” კიდევ ერთ მოთამაშე ვიქტორ ლინდელეფთან.

0.109314