ფეხბურთი

16:15 | 20.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

“სიტისა” და ალვეშს შორის სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია

ტურინის “იუვენტუსისა” და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მცველს, დანი ალვეშსა და “მანჩესტერ სიტის” შორის შეთანხმება მიღწეულია და ფეხბურთელი მალე ინგლისის პრემიერლიგაში გადაბარგდება.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აღნიშნული ტრანსფერის შესახებ აქტიურად იწერებოდა. ბრიტანული პრესის ინფორმაციით, მიზანი მიღწეულია და მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება უკვე შედგა. რაც შეეხება ოფიციალურ მხარეს, მომდევნო 48 საათში ყველაფერი გაირკვევა და დანის “ბებერ ქალბატონთან” გამომშვიდობება მოუწევს.

ასე რომ, “ქალაქელების” მწვრთნელი პეპ გვარდიოლა თავისი ყოფილი შეგირდის მოლოდინშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11597