ფეხბურთი

21:01 | 19.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ირენეუშ მამროტი: "დინამო" საინტერესო და ძლიერი გუნდია"

პოლონური “იაგელონიას” მთავარი მწვრთნელი ირენეუშ მამროტი ბათუმის “დინამოსთან” მატჩების წინ ამბობს, რომ მეტოქე ძლიერი და საინტერესო გუნდია. ამასთან, როგორც პოლონელმა სპეციალისტმა კლუბის ვებგვერდს განუცხადა, “იაგელონიას” მეორე ეტაპზე გასვლის კარგი შანსი აქვს.

“რა თქმა უნდა, ჩვენი მეტოქე საინტერესო და ძლიერი გუნდია. წილისყრა არ გამოდგა ისეთი, როგორიც გვსურდა, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. ყველაფერი საბოლოოდ მაინც მოედანზე უნდა გაირკვეს. ამ თამაშებისთვის მოვემზადებით და მომდევნო ეტაპზე გასვლის კარგი შანსი გვაქვს”, - თქვა “იაგელონიას” თავკაცმა ირენეუშ მამროტმა.

ბათუმის “დინამოსა” და “იაგელონიას” პირველი მატჩი 29 ინვისს, ხოლო საპასუხო 6 ივლისს გაიმართება.

0.117665