ფეხბურთი

14:00 | 18.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

სანტუშმა რონალდუს "რეალიდან" წასვლის შესახებ ინფორმაცია უარყო

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა კრიშტიანუ რონალდუს მადრიდის "რეალიდან" წასვლის შესახებ ინფორმაცია უარყო და აქცენტი ამბის გამავრცელებლებზე გააკეთა.

"მშვიდად უნდა იყო, როცა გაარკვევ თუ რომელმა წყაროებმა გაავრცელეს ეს ინფორმაცია." - ციტირებს Sky Sports-ი პორტუგალიელი სპეციალისტის სიტყვებს.

პორტუგალიელს ესპანეთის საგადასახადო სამსახური გადასახადებისგან თავის არიდებაში ადანაშაულებდა, თუმცა ბრალი ვერ დაუმტკიცა. რონალდუმ კი ამ ამბის შემდეგ ქვეყნიდან წასვლა გადაწყვიტა.

სანტუშმა ინფორმაციას ჭორი უწოდა, თუმცა ევროპული წამყვანი მედიასაშუალებები აქტიურად საუბრობენ რონალდუს ესპანეთიდან აბარგებაზე. ასევე ცნობილი ხდება, რომ "რეალი" რონალდუს 400 მილიონ ევრო სანაცვლოდ დათმობს, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 995 მილიონი ევროა.

პორტუგალიელის გადაბირებით სხვადასხვა კლუბები დაინტერესდნენ. "მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა ალვარო მორატას და რონალდუს სანაცვლოდ 210 მილიონი ევრო გადაიხადოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111248