სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ავტოსპორტი

1:48 | 17.06.2017 | ნანახია 2206 - ჯერ

ფერნანდო ალონსო ინდიქარში გადასვლისთვის მზადაა

ფერნანდო ალონსო არ მალავს, რომ აღფრთოვანებულია ინდი 500-ზე გამოსვლით და ფიქრობს, რომ იქ კიდევ იასპარეზებს. უფრო მეტიც, ის მზადაა, ფორმულა ერთიდან ინდიქარში გადავიდეს. ამის თაობაზე მან NBCSN-სთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის თქმით, ის „ყველაფრისთვის მზადაა“ და რომ მისი მომავალი სარბოლო სამყაროში ჯერაც გარკვეული არაა. ის არ გამორიცხავს, რომ ოდესმე დატოვებს ფორმულა 1-ს და ამერიკული ღიაბორბლიანი სარბოლო სერიის მონაწილე გახდება. ეს კი იმ შემთხვევაში დაჩქარდება, თუ მომავალი სეზონისთვის რბოლების მოგების უნარის მქონე მანქანა არ ექნება.

მსგავსი ნაბიჯი კიმი რაიკონენმა გადადგა მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ საჩემპიონო მანქანით ასპარეზობის საშუალება არ ექნებოდა. ფინელმა პილოტმა ამის შემდეგ რალის მსოფლიო ჩემპიონატზე გადაინაცვლა და ნასქარ-ის რბოლებშიც კი მიიღო მონაწილეობა.

ისე კი, ფ1-დან სხვა სერიებში პილოტები ძირითადად მხოლოდ მას შემდეგ გადაინაცვლებენ ხოლმე, რაც დიდი პრიზების არენაზე კარიერას ასრულებენ. ასე იყვნენ თავის დროზე ემერსონ ფიტიპალდი, ნაიჯელ მენსელი და ბევრი ნაკლებად ტიტულოვანი მრბოლი. მათ შორეის, ტაკუმა სატოც, რომელმაც ახლახანს ინდი 500 მოიგო.

მოტორსპორტში ინდი 500-ის ტიტული, დიდი სამეულის ერთ-ერთი ნაწილია. დანარჩენი ორია ფ1-ში მონაკოს დიდი პრიზი (ან ფ1-ის ტიტული) და ლე მანის 24-საათიანი რბოლა, რომელიც ამ უქმეებზე გაიმართება. ალონსო ფ1-ის მსოფლიო ჩემპიონი ორჯერ გახდა. ინდი 500-ზე კი ძალა პირველად წელს მოსინჯა და მასზე 27 წრეს ლიდერობდა კიდეც. უფრო მეტიც, რომ არა „ჰონდას“ ძრავის მწყობრიდან გამოსვლა, რბოლაში გამარჯვების რეალური შანსიც ექნებოდა...

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.111406