სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ჭადრაკი

23:40 | 16.06.2017 | ნანახია 1011 - ჯერ

არონიანი პირველია

დასრულდა დიდი საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი ვაჟთა შორის, რომელსაც ნორვეგიის ქალაქი სტავანგერი მასპინძლობდა.

ამ ტურნირში მოასპარეზე ათ მოჭადრაკეთა შორის, საერთაშორისო რეიტინგის პირველი ათეულის რვა და მეთერთმეტე-მეთორმეტე ადგილებზე მყოფი სპორტსმენები მონაწილეობდნენ. ასპარეზობა ერთ წრედ, ცხრა ტურად ჩატარდა. პირველი ადგილი და მთავარი პრიზი არონიანს ერგო, რომელმაც ყველაზე მეტი 6.0 ქულა დააგროვა. 5.0-5.0 ქულით მეორე-მესამე ადგილები ნაკამურამ და კრამნიკმა გაიყვეს. I-III ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებს, შესაბამისად 70, 40 და 25 ათასი ევრო გადაეცათ პრიზის სახით.

ბოლო, მეცხრე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:

სერგეი კარიაკინი(რუსეთი) - მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი(საფრანგეთი0.5:0.5

ვლადიმერ კრამნიკი(რუსეთი) - ანიშ გირი (ჰოლანდია)-1:0

უესლი სო (აშშ) - ლევონ არონიანი(სომხეთი)- 0.5:0.5

ფაბიანო კარუანა(აშშ) - ჰიკარუ ნაკამურა (აშშ) – 1:0

ვიშვანათან ანანდი(ინდოეთი) - მაგნუს კარლსენი(ნორვეგია)0.5:0.5

საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:

1.არონიანი - 6.0 ქულა

2-3.ნაკამურა, კრამნიკი - 5.0-5.0

4-6.კარუანა, გირი, სო - 4.5 – 4.5

7-9.ანანდი, ვაშიე - ლაგრავი, კარლსენი - 4.0-4.0

10.კარიაკინი - 3.5

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
04:26 | 17.06.2017
ჰიტლერ-G (99)

სულ რომ ჭადრაკს თავი დავანებოთ კალათბურთს განყოფილებაში სომეხს რა უნდა?

00:24 | 17.06.2017
BEERTRANCE (94528)

რაია 3 ქულიანი სვლა გააკეთა ამ სექციაში რო დადეთ DDDDDDDDDDDDDDDDDDDDდდდ

00:50 | 17.06.2017
zura-mesi (5551)

პერსონალური ეკუთვნოდა მაგ სვლამდე, მაგრამ რას ვიზამთ

23:58 | 16.06.2017
temo11 (1028)

სპორტი შეგეშალათ, სხვგან უნდა დადოთ ეს სტატია

სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.213427