სხვა

23:08 | 16.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ფრენბურთელი ქალები ფრანგებთან დამარცხდნენ

თბილისში დაიწყო ქალთა შორის ფრენბურთში ევროლიგის თამაშები. ქართველი ფრენბურთელები „ბ“ ჯგუფში საფრანგეთის, უკრაინისა და მონტენეგროს ნაკრებებთან ერთად ასპარეზობენ.

პირველ შეხვედრაში პაატა ულუმბეგაშვილის გუნდის მეტოქე საფრანგეთის ნაკრები იყო. მასპინძლებმა წინააღმდეგობა გაუწიეს მეტოქეს, თუმცა საბოლოოდ დამარცხდნენ - 0:3 (20:25, 11:25, 21:25). ამავე ჯგუფში უკრაინელებმა მონტენეგროს ნაკრებს აჯობეს - 3:0 (25:17, 25:20, 25:14).

17 ივნისს ქართველი ფრენბურთელები მონტენეგროს ნაკრებს დაუპირისპირდებიან (შეხვედრა ოლიმპიურ სასახლეში 18 საათსა და 30 წუთზე დაიწყება), ხოლო 18 ივნისს უკრაინელებთან გამართავენ შეხვედრას.

ევროლიგის გათამაშებაზე 12 ქვეყნის ნაკრები ასპარეზობს, რომლებიც 3 ჯგუფში არიან განაწილებულნი, მომდევნო ეტაპზე ჯგუფებში გამარჯვებულები გავლენ, რომლებსაც მასპინძელი ქვეყანა დაემატება და ოთხთა ფინალი გაიმართება.

თენგიზ აგულაშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105521