“მაიამი სიტიმ” ამერიკის ღია ჩემპიონატის მეოთხე ეტაპზე, რომელშიც 16 გუნდი 8 წყვილად იყო დაჯგუფებული, “ორლანდო სიტი” 3:1 დაამარცხა. “მილანის” ყოფილი ფეხბურთელი ალესანდრო ნესტა, რომელიც “მაიამი სიტის” მთავარი მწვრთნელია, თავის ყოფილ თანაგუნდელებს კაკასა და ნოჩერინოს გუნდს დაუპირისპირდა. იტალიელმა მატჩის შემდგომ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მისი ფეხბურთელებით ძალიან ამაყობს.
“ეს იყო დიდი მატჩი და ამ პატარა ისტორიით ძალიან ვამაყობ. ჩემი ფეხბურთელები მზად არიან ნებისმიერ დროს იბრძოლონ გამარჯვებისთვის”.
“მაიამი” თავის ისტორიაში ამ ეტაპამდე პირველად მივიდა.
აქვე გეტყვით, რომ გათამაშებაში 128 გუნდი იღებდა მონაწილეობას. თითო რაუნდი 2 მატჩისაგან შედგებოდა. დამარცხებული კი ეთიშება ტურნირს და ყოველი 2 მატჩის შემდგომ გუნდების რაოდენობა ნახევრდება.
ტურნირის გამარჯვებული კონკაკაფის ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს.