ჩოგბურთი

17:23 | 14.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

რაფა წლის შემაჯამებელ ტურნირზე ითამაშებს

“როლან გაროსის” ჩემპიონი რაფაელ ნადალი გახდა პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც 2017 წლის შემაჯამებელ ტურნირზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა, აღნიშნულ ინფორმაციას ATP-ის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

რაფა წლის შემაჯამებელ ტურნირზე მონაწილეობას მეთორმეტედ მიიღებს. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ნადალს აღნიშნული ტურნირი არასოდეს მოუგია. ორჯერ ფინალში იყო გასული, 2010 წელს ფედერერთან დამარცხდა, ხოლო 2013-ში ჯოკოვიჩთან.

წლის შემაჯამებელი ტურნირი ლონდონში 12-19 ნოემბერს გაიმართება. ტურნირის საპრიზო ფონდი 7.5 მილიონ დოლარს შეადგენს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118259