თამაშგარე

11:49 | 14.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

უგანდელ ასულს მსოფლიო ეტრფის

უგანდაში შეიძლება ეკონომიკური ვაგლახია, სოციალური პრობლემებია და ზოგადად გაჭირვებაა, თორემ როგორც აღმოჩნდა ამ აფრიკულ ქვეყანაში ისეთი მშვენიერი პანტერასავით ასულები მიმოდიან, მათ ნახვას მართლაც რომ არაფერი სჯობს.

აი მაგალითად, უკანასკნელ პერიოდში მთელი მსოფლიო უგანდელ მოდელს, შეილა გაშუმბას ეტრფის, რომელმაც ევროპული პოდიუმების ფიცარნაგების გარდა, მამრთა გულებიც დაიპყრო და სულ ადვილი შესაძლებელია, რომ აფრიკელ მოდელთა შორის შეილამ ყველაზე დიდი და არნახული პოპულარობა მოიხვეჭოს.

მთელს მსოფლიოში მიმოფანტული ჭორთმოყვარულები შეილას ბედს არაერთ ცნობილ მამაკაცთან და მათ შორის რამდენიმე ცნობილ სპორტსმენთანაც აკავშირებენ, მაგრამ თავად უგანდელი ასული იძახის, სანამ ილაჯი შემწევს, ჩემი გული მხოლოდ ჩემს საქმეს ეკუთვნისო. ვითომ?...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.136702