მოლდოვა-საქართველოს მატჩის (2:2) შემდეგ, იტალიურმა tuttomercatoweb.com-მაც შეაფასა ფეხბურთელთა თამაში. იტალიური საიტის ვერსიით, ჩვენი ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელები ჯაბა კანკავა, გიორგი მერებაშვილი და ვაკო ყაზაიშვილი იყვნენ. მათ 7 ქულა მიიღეს.
აქვე, 14-ივე მოთამაშის შეფასება: მაკარიძე 5; კვერკველია 5,5; კაშია 5; ტაბიძე 5,5; ლობჟანიძე 6; კანკავა 7; დაუშვილი 6; ნავალოვსკი 5; არაბიძე 6,5; დვალიშვილი 5,5; კაჭარავა 6; კვეკვესკირი 6,5; ყაზაიშვილი 7; მერებაშვილი 7.