ფეხბურთი

15:50 | 11.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

"დინამოს" 14-წლამდელები ფინალში არიან

თბილისის "დინამოს" 14-წლამდელთა გუნდმა დღეს "კასპიის თასზე" ნახევარფინალური მატჩი ითამაშა და "როსტოვს" 1:0 მოუგო. გამარჯვების გოლი მატჩის მე-12 წუთზე გიორგი აბუაშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტი და ძლიერი დარტყმით გაიტანა.

აბუაშვილს მეორე ტაიმშიც შეეძლო თავის გამოჩენა, თუმცა ბოლო წამს მის გასროლილს მეტოქე გუნდის მეკარე შეწვდა და ბურთი კუთხურზე მოიგერია. ასევე ჩხეტიანს შეეძლო ბოლო წუთებზე გოლის გატანა, მაგრამ დარტყმული ბურთი მცველს გაარტყა. ბორის გონჩაროვის გუნდს მთელი შეხვედრის მანძილზე არ დაუთმია სათამაშო უპირატესობა და მეტოქეს ერთი რეალური საგოლე მომენტიც არ შეუქმნია ხარშილაძის კართან.

ფინალს ხვალ თბილისის დროით 19.00 საათზე "ანჟი არენა" უმასპინძლებს, დინამოელებს კი ოქროს მედლების მოპოვებაში "კრასნოდარი" შეეცილება, რომელმაც მეორე ნახევარფინალში მასპინძელი "ანჟი" 1:0 დაამარცხა.

დინამოელთა შემადგენლობა ნახევარფინალში: ხარშილაძე, გოგოტიშვილი, ხვადაგიანი, ქავთარაძე, აზაროვი, სიჭინავა, სიხარულაშვილი, გაგნიძე, ბაბლუანი, აბუაშვილი, ჩხეტიანი

შეცვლაზე შევიდნენ: ქემოკლიძე, ფაილაძე

https://www.youtube.com/watch?v=Q6azuvCEEus

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122116