სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ბლოგი

15:05 | 11.06.2017 | ნანახია 1734 - ჯერ

საოცარი სპექტაკლი

დღეს ალბათ ძალიან ბანალურად ჟღერს ანტიკურ ეპოქაში გააზრებული ფრაზა: "ყოველ მესამე ადამიანში დიდი სპორტსმენია, ყველაში კი ათლეტი”. ესეც ძალიან მოძველებული უნდა იყოს: “ჩვენ, ქართველები ყველაზე ნიჭიერი ხალხი ვართ და სხვებიც ჩვენ უნდა გვბაძავდნენ”. მაგრამ თანდათან ისეთი საინტერესო და უცნაური ფენომენების გამომჟღავნების მოწმეები ვხდებით, რომ ყოველგვარი ბანალურობა უკანა პლანზე იწევს და არის მომენეტები როცა მეც კი ვეჭვობ _ იქნებ და მართლაც ძალიან მაგარი ხალხი ვართ და სულაც არა არის ეს ყველაფერი ზეპატრიოტიზმით გამსჭვალული ადამიანების მოგონილი-მეთქი.

ამ რამდენიმე დღის წინ, სწორედაც რომ ”ქართული საოცარი გენის” გამომზეურების მოწმე გავხდი და გული როგორ მომითმენს ეს ყველაფერი თქვენც არ გიამბოთ. ერთი სიტყვით, დილაა და ჯერ კიდევ 8 საათი თუ იქნება, რომ ავლაბარში რაღაც აუცილებელ საქმეზე გავრბივარ. აღმართს ქოშინით მივუყვები და ასეთ გაწამაწიაში რომ ვარ, 7-8 წლის ბავშვების გუნდი შევამჩნიე.

ბავშვებს განსაკუთრებულ ყურადღებას არც მივაქცევდი, ცოტა ”საეჭვოდ” რომ არ ჩამეთვალა მათი ქცევა _ სათითაოდ ყველას საკმაოდ მოზრდილი ფურცლები ეჭირათ და თუკი სახეების გამომეტყველებით ვიმსჯელებთ, იმ ფურცლებზე დაწერილ ფრაზებს იზუთხავდნენ თავგამოდებით. უფრო სწორად, არა მხოლოდ იზუთხავდნენ, არამედ რაღაც მიმიკურ მოძრაობებსაც აკეთებდნენ. მაგალითად ერთ-ერთი 8-9 წლის გოგონა კითხვას რომ დაამთავრებდა, მეგობრებს სთხოვდა _ შემომხედეთ ყველამ აი რას ვიზამო და წმინდა თეატრალური ჟესტების დახმარებით, მეტად საინტერესო და უცნაურ მოძრაობებს აკეთებდა. მისი თანატოლი ბიჭუნა კი ”თავის ტექსტს” სიმღერის მოტივში კთხულობდა და საკმაოდ ორიგინალური ინტერპრეტაციით.

მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ ეს ბავშვები სპექტაკლს დგამდნენ და რაც ყველაზე საინტერესოა, აქამდე ჯერ არ დადგმულ და არსად გაგონილ სპექტაკლს, რომლის სიუჟეტიცა და რეჟისურაც მთლიანად ბავშვების მიერ იყო მოგონილი. მიუხედავად იმისა, რომ, როგორც გითხარით, იმ დილით აუცილებელ საქმეზე მიმეჩქარებოდა, ყველაფერი გადავდე და ავლაბრელი მომავალი მსახიობი ბავშვების მარაქაში გავერიე. არც მეტი არც ნაკლები, გამაოცა მათ მიერ მოგონილმა _ სხვა სიტყვებს ვერც ვპოულობ _ გენიალური სპექტაკლის სცენარმა, რომლის შინაარსი არც მეტი, არც ნაკლები, კრიშტიანუ რონალდუსა და ლეო მესის მხატვრულ შეთანასწორებას შეეხებოდა.

ბავშვები ორ გუნდად იყვნენ გაყოფილნი, ფურცლებზე მესისა და რონალდუს განსაკუთრებულოებანი ბავშვური ბატიფეხური ასოებით ჩამოეწერათ. ერთგვარ მინი-სპერქტაკლს დგამდნენ და მხატვრულად ეპაექრებოდნენ ერთურთის იმის დასდგენათ, რონალდუ უკეთესი ფეხბურთელი იყო თუ მესი.

“რონალდუ – ის ხომ სწრაფია და გასაოცარი! განა ვერ ხედავთ ბავშვებო, რომ რონალდუ ბევრად მეტია ვიდრე მესი?!” – იძახდა ერთი გაჩხინკული გოგონა და ხელებს თეატრალურად წევდა ზემოთ. “არა, მესი ხომ უფრო დიდი ბომბარდირია! განა არ გახსოვთ როგორი გოლი გაუტანა მან ჯერ “ხეტაფეს” და მერე “არსენალს?” - თავის აზრზე მყარად იყო მისი მოპაექრე ბიჭუნა.

მთელმა ამ “სპექტაკლმა” და სიტყვით გამოსვლებმა ჩაიარა დიდი ემოციებითა და ბატალიებით. ბოლოს ბავშვები ჩემი დახმარებით შეთანხმდნენ, რომ მესიცა და რონალდუც მაგარი ფეხბურთელები არიან და ფეხბურთის სიყვარული ორივეს ეყოფა. მაგრამ ყველა მაინც საკუთარ აზრზე დარჩა და ერთმა ისიც კი მითხრა: “ბიძია, შენ როგორც ჩანს არც ერთ მაგ ფეხბურთელს არ გულშემატკივრობო”.

მე კი ცხოვრებაში არასოდეს დამავიწყდება ეს საოცარი სპექტაკლი, რომელიც სრულიად ძალდაუტანებლად შექმნეს ყველასთვის უცნობმა ავლაბრელმა ბავშვებმა და მე ვიტყოდი, რომ ამით ოფიცილურად ნათელყვეს ის, რომ მიუხედავად ჩვენს ფეხბურთში არსებული მრავალი პრობლემისა, საქართველოში ფეხბურთი ყოველთვის უყვარდათ და ალბათ ყოველთვის ეყვარებათ!

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:15 | 11.06.2017
კორბენ კირილეს ძე კვინტრაია (8405)

ჰავლაბარი და ნავთლუღი რად გინდა ავტორს შემოვევლე, აქ არა ვართ სწორუპოვარი თეატრალები ? DDDDDDDDD მარტო მესი-რონალდო რას გვიქვიან, ლებრონაზე და ბრაიანტზე რა შოუები იდგმება კალათბურთის გვერდზე, აბა ნახე !!!
ანდა ჩოგბურთის განყოფილებაში შეიხედე: ფედერერ-ნადალ-ჯოკოვიჩის შედარებისას როგორ პოეტურ მიზანსცენებს ვიყენებთ ხოლმე...
ეხლა მინდა, "თამაშგარეში" ლარისა რიკელმესა და ნინა წკრიალაშვილის ფანები დავაჯახო ერთმანეთს და როგორ მოვაბა თავი, არ ვიცი DDDDDDDDD

11:04 | 12.06.2017
BEERTRANCE (94528)

ჩაგეთვალა DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.081951