კალათბურთი

21:40 | 10.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

,,გორმა’’ ნახევარფინალისტების სია შეავსო

დასრულდა 18 წლამდე ვაჟ კალათბურთელთა შორის, საქართველოს 2016/17 წლების ჩემპიონატის ფლეი ოფის მეოთხედფინალური მატჩების სერია და გაირკვა იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც ნახევარფინალში იასპარეზებენ.

ნახევარფინალისტების ოთხეული ზაზა 1-ის, ,,არმიასა’’ და ,,ჰიუნდაის’’ შემდეგ ,,გორმა’’ შეავსო, რომელმაც ,,ქუთაისს’’ უმასპინძლა და 6 ქულის სხვაობით 95:89 დაამარცხა.

ამ შეხვედრის ფავორიტად ,,გორი’’ ითვლებოდა, რომელიც რეგულარულ ჩემპიონატში მესამე იყო, ხოლო ქუთათურებმა მეექვსე ადგილი დაიკავეს.

მიუხედავად იმისა, რომ ფავორიტად ,,გორი’’ ითვლებოდა შეხვედრა ,,ქუთაისის’’ უპირატესობით დაიწყო, რომელმაც პირველი ტაიმი ცხრა ქულის სხვაობით 56:47 მოიგო. მეორე ტაიმში გორელებმა შეძლეს თამაშში გარდატეხის შეტანა, გაიმარჯვეს და ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს.

31-31 ქულით ყველაზე შედეგიანები გიორგი ჭეიშვილი (,,ქუთაისი’’) და ტატო ოთიაშვილი (,,გორი“’) იყვნენ. ოთიაშვილმა დაგროვილ ქულებს 10 მოხსნა შემატა და ორმაგი დუბლის ავტორი გახდა. მეოთხედფინალებში მოულოდნელი შედეგი არ დაფიქსირებულა, რადგან ნახევარფინალში ფავორიტად მიჩნეული გუნდები გავიდნენ.

ნახევარფინალის მონაწილე გუნდები ასე დაწყვილდნენ:

ზაზა 1 - ,,არმია’’

,,ჰიუნდაი’’ - ,,გორი’’

ნახევარფინალების დაწყების დრო მოგვიანებით გახდება ცნობილი.

თეგებიგორი
0.1178