ფეხბურთი

21:20 | 9.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: სპალეტი "ინტერს" უთავკაცებს

იტალიელი სპეციალისტი ლუჩანო სპალეტი მილანის "ინტერის" მწვრთნელი მომდევნო ორი წლის განმავლობაში იქნება. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

სპალეტის წარდგენა 14 ივნისაა დაგეგმილი, ხოლო იტალიელი ახალი გუნდის წვრთნას 3 ივლისიდან დაიწყებს. სპალეტი წელიწადში 4 მილიონ ევროს მიიღებს.

სპალეტი აქამდე "რომას" წვრთნიდა. "მგლები" მეორედ ლუჩანომ 2016 წლის იანვარში ჩაიბარა და მას შემდეგ იტალიურმა გუნდმა 75 მატჩიდან 50 მოიგო, 11 ფრედ დაასრულა, ხოლო 14 შეხვედრაში მარცხი განიცადა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108618