საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, თორნიკე შენგელიამ (ფორვარდი, 207 სმ) ესპანეთის ერთ -ერთ საუკეთესო კლუბ “ბასკონიასთან” ახალი, სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ამის შესახებ worldsport.ge-ს თორნიკეს მამამ, ვეტერანმა კალათბურთელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა წევრმა კახა შენგელიამ განუცხადა.
“მართალია, თორნიკემ ,,ბასკონიასთან’’ ახალი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ მისი გამოსყიდვის უფლებით სარგებლოს და მისთვის მისაღები ვარიანტის შემთხვევაში შეუძლია ნებისმიერ შემთხვევაში დაარღვიოს” - გვითხრა კახა შენგელიამ.