ჭადრაკი

15:22 | 8.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნორვეგიაში ორხელისუფლებიანობაა

ქალაქ სტავანგერში(ნორვეგია) მიმდინარე ვაჟ მოჭადრაკეთა გრანდიოზულ საჭადრაკო ტურნირზე მეორე ტურის პარტიები გათამაშდა.

რაღა თქმა უნდა, გამორჩეულ ინტერესს ერთპიროვნულ ლიდერ ჰიკარუ ნაკამურას(2785) თამაში იწვევდა, რომელიც მასზე მაღალი რეიტინგის მქონე ლევონ არონიანს(2793) ეთამაშებოდა. პარტია ყაიმით დასრულდა.

მდევრის როლში მყოფი მოჭადრაკეებიდან ლიდერის წაბორძიკებით მხოლოდ ვლადიმერ კრამნიკმა(2808) ისარგებლა, რომელმაც შავებით ვიშვანათან ანანდს(2786) მოუგო. დანარჩენი პარტიები ყაიმით დასრულდა. ამ მოგებით კრამნიკი ნაკამურას წამოეწია და 1.5-1.5 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფებიან.

მეორე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:

ანიშ გირი(ჰოლანდია) - სერგეი კარიაკინი(რუსეთი)0.5:0.5

ვიშვანათან ანანდი(ინდოეთი) - ვლადიმერ კრამნიკი(რუსეთი)0:1

უესლი სო (აშშ) - მაქსიმ ვაშიე - ლაგრავი(საფრანგეთი) 0.5:0.5

ფაბიანო კარუანა(აშშ) - მაგნუს კარლსენი (ნორვეგია) 0.5:0.5

ჰიკარუ ნაკამურა (აშშ) - ლევონ არონიანი(სომხეთი) 0.5:0.5

სატურნირო მდგომარეობა ორი ტურის შემდეგ:

1-2. ნაკამურა, კრამნიკი - 1.5-1.5 ქულა

3-8. სო, კარიაკინი, კარლსენი, არონიანი, ვაშიე-ლაგრავი, კარუანა 1.0-1.0

9-10. გირი, ანანდი- 0.5-0.5

მესამეტურის შეხვედრათა განრიგი:

არონიანი - გირი

კარლსენი - ნაკამურა

ვაშიე-ლაგრავი - კარუანა

კრამნიკი- სო

კარიაკინი - ანანდი

0.126622