ჭადრაკი

12:29 | 8.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავამ ზედიზედ მეხუთე შეხვედრა მოიგო

მოჭადრაკე ვაჟთა ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე, რომელსაც ბელორუსიის დედაქალაქი მინსკი მასპინძლობს, მერვე ტურის პარტიები გათამაშდა.

დღევანდელ საჭადრაკო სამყაროში იშვიათად ნახავთ თითოეული პარტიის მოგებისათვის ისეთ მებრძოლ სპორტსმენს, როგორიც საქართველოს ნომერ პირველი მოჭადრაკე ბაადურ ჯობავაა. ბუნებრივია, რომ ნახევარ ქულას ერთი ჯობია, მაგრამ ბაადური მაშინაც კი, როდესაც მისთვის ყაიმიც საკმარისია, მაინც მოსაგებად იბრძვის. გამონაკლისი არც მიმდინარე ჩემპიონატია. მედლებისათვის მებრძოლი მოჭადრაკეებიდან მინსკში ჯობავა ერთადერთია, რომელმაც 6.0(6 მოგება 2 წაგება) ქულა ისე დააგროვა ერთი ყაიმი არ გაუკეთებია.

ჯობავამ ზედიზედ მეხუთე გამარჯვება საბერძნეთის წარმომადგენელ დიმიტრიოს მასტროვასილისთან შეხვედრაში მოიპოვა. საქართველოს სახელით მოასპარეზე დანარჩენი ცხრა მოჭადრაკის შეხვედრებში შვიდი ყაიმი და ორი მარცხი დაფიქსირდა.

რვა ტურის შემდეგ, ჩემპიონატს ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს დევიდ ჰოუელის (2684, ინგლისი) სახით, რომელმაც ყველაზე მეტი 7.0 ქულა დააგროვა.

გთავაზობთ საქართველოს სახელით მოასპარეზე მოჭადრაკეების მიერ დაგროვილ ქულებს:

ჯობავა - 6.0 ქულა

ჯოჯუა, პაიჭაძე, მჭედლიშვილი, გელაშვილი - 5.5-5.5

ფანცულაია - 5.0

სტურუა, სანიკიძე - 4.5-4.5

თუთისანი, არაბიძე - 4.0-4.0

მერვე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები ქართველი მოჭადრაკეების მონაწილეობით:

ბაადურ ჯობავა(2713) - დიმიტრიოს მასტროვასილისი (2580, საბერძნეთი)1:0

ჯან-კრისტოფ დუდა(2693, პოლონეთი) -მიხეილ მჭედლიშვილი(26.05) 0.5:0.5

დენის ხიზმატულინი(2651, რუსეთი) -დავით ჯოჯუა(2581) 0.5:0.5

თამაზ გელაშვილი(2563) - ემილ სუტოვსკი(2646, ისრაელი)0.5:0.5

ლუკა პაიჭაძე(2568) - იური კუზუბოვი(2637, უკრაინა)0.5:0.5

ბორის გრაჩოვი(2658, რუსეთი) - თორნიკე სანიკიძე(2518) 1:0

ლევან ფანცულაია(2594) - მილან პაჩერი (2450, სლოვაკეთი)0.5:0.5

ნოე თუთისანი(2347) - პეტერ მიხალიკი (2558, ჩეხეთი)0:1

ზურაბ სტურუა(2555) - ალისა გალიამოვა(2456, რუსეთი)0.5:0.5

ანტონიოს პავლიდისი(2539, საბერძნეთი) -მერი არაბიძე(2374) 0.5:0.5

მეცხრე ტურის შეხვედრათა განრიგი ქართველი მოჭადრაკეების მონაწილეობით:

გევეინ ჯონსი(2654, ინგლისი)-ჯობავა

მჭედლიშვილი - ბორის გრაჩევი(2658, რუსეთი)

იგორ კოვალენკო(2657, ლატვია)-პაიჭაძე

მარტინ კრავშივი(2653, უკრაინა) - გელაშვილი

ჯოჯუა - ლუკა ლენიჩი (2641, სლოვენია)

ალექსეი სარანა (2472, რუსეთი) - ფანცულაია

სანიკიძე - მათეუს ბარტელი (2657, პოლონეთი)

ნათან ბირნბოიმი (2358, ისრაელი) - სტურუა

არაბიძე - ვოიტეჩ პლატი (2522, ჩეხეთი)

მარიამ ჯურჩიკი(2501, სლოვაკეთი) - თუთისანი

0.149943