ფეხბურთი

17:54 | 7.06.2017 | ნანახია 4469 - ჯერ

როინ კვასხვაძე: „მეკარეობა ჩვენი ოჯახის ტრადიციაა“

WORLDSPORT.GE განაგრძობს რუბრიკას „ფეხბურთელები საქართველოს ჩემპიონატიდან“ და დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ ქუთაისის „ტორპედოს“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე როინ კვასხვაძე.

როგორც თავად ფეხბურთელმა გვიამბო, თამაში 7 წლის ასაკში ქუთაისის სპორტსკოლა „მემორიალში“ დაიწყო. მერე იყო თბილისის „თბილისი“, სადაც 2 წელი დაჰყო და ამის შემდგომ აღმოჩნდა „ზესტაფონში“. ამბობს, რომ იქ გატარებული წლები სასიამოვნოდ ახსენდება და სურს, რომ „ტორპედოსთან“ ერთადაც მიაღწიოს ბევრ წარმატებას. ამბობს, რომ მეკარეობა ოჯახის ტრადიციაა, რადგან მისი ბაბუა და მამაც მეკარეები გახლდნენ. თავიდან ნახევარმცველის პოზიციაზეც სცადა თამაში, თუმცა ბედნიერია, რომ საბოლოოდ მეკარეობა ამჯობინა. მისაბაძი მოთამაშე იკერ კასილასი გახლავთ და საუკეთესო მოგონებად სწორედ ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან თამაშს ასახელებს, როდესაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში „ფურია როხა“ 1:0 დაამარცხა.

როინ კვასხვაძე: „ჩემი კარიერა დაიწყო ქუთაისის სპორტსკოლა „მემორიალში“, რომლის პრეზიდენტიც მამაჩემი გიორგი კვასხვაძე გახლდათ და მინდა ვთქვა, რომ მას ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის, დღეს მე ფეხბურთს რომ ვთამაშობ და ადამიანად, კაცად, მეკარედ ჩამოვყალიბდი. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მას, იმისთვის რაც ჩემთვის გააკეთა. 7 წლიდან „მემორიალში“ ვიყავი. 13 წლისა წამოვედი თბილისის „თბილისში“ კობა ჟორჟიკაშვილთან, სადაც დაახლოებით ორი წელი გავატარე და 15 წლის ვიყავი, როდესაც „ზესტაფონმა“ ამ გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელები შეიძინა. მათ შორის მეც ვთამაშობდი პირველ ლიგაში, რადგან მთავარ გუნდში მოხვედრა საკმაოდ რთული იყო. „ზესტაფონში“ ძალიან კარგი ფეხბურთელები თამაშობდნენ და ოცნება იყო ჩემი იქ მოხვედრა. სულ მალე ეს ოცნებაც ამიხდა. ძალიან ბედნიერი ვიყავი. მინდა ვთქვა, რომ ჩემს დაწინაურებაში ძალიან დიდი როლი თემურ მახარაძემ შეიტანა, რადგან ის იყო პირველი გუნდის მწვრთნელი და მთავარ გუნდშიც მან გადამიყვანა. 16 წლის ვიყავი, როდესაც პირველი თამაში ჩავატარე „ბორჯომთან (0:0). დებიუტით ძალიან ბედნიერი ვიყავი. ასე დაიწყო ჩემი კარიერა და ძალიან დიდი და სასიამოვნო დრო გავატარე „ზესტაფონში“. მოვიგეთ ტიტულები: ჩემპიონები გავხდით 2-ჯერ, 2-ჯერაც მოვიგეთ სუპერთასი და ერთხელ თასი. ეს დაუვიწყარი სიხარული სწორედ იქ ვიგრძენი, რომელზეც ყველა ფეხბურთელი ოცნებობს. მადლობა იქ მოღვაწე ადამიანებს, ვისაც თავისი წვლილი შეჰქონდა „ზესტაფონის“ წარმატებებსა და განვითარებაში. პირველ რიგში ილია კოკაიას, რადგან მან ბევრი რამ გააკეთა ამ გუნდისთვის.

- საინტერესოა, თავიდანვე მეკარეობა გსურდათ, თუ იყო ისეთი პოზიციაც, სადაც თავს ისევე კომფორტულად გრძნობდით, როგორც კარში?

- თავიდან ნახევარმცველი ვიყავი. ალბათ ეს იმ დროს, როდესაც ბავშვს არ აქვს გადაწყვეტილი რა პოზიციაზე სურს თამაში და მხოლოდ ბურთს დასდევს და საკმაოდ კარგად გამომდიოდა. მაგრამ მაინც იმ ტრადიციამ და გენებმა იჩინეს თავი, რადგან ჩემი ბაბუა როინ კვასხვაძე მეკარე იყო და თან საკმაოდ ძლიერი და მამაც ასევე მეკარე გახლდათ. ალბათ, სხვა არჩევანი არც მქონდა, რომ მეკარე არ ვყოფილიყავი. მართლაც ასე მოხდა, რისთვისაც კმაყოფილი ვარ და ვაგრძელებ ამ ტრადიციას.

- გარდა ბაბუისა და მამისა თუ გყავდათ ან გყავთ დღესდღეობით მისაბაძი მეკარე?

- მისაბაძი მეკარე ჩემთვის იკერ კასილასი იყო და არის ბავშობიდანვე. ძალიან მომწონდა მისი თამაში და ვფიქრობ, ძალიან ძლიერი მეკარეა და ასევე ძალიან კარგი და დადებითი პიროვნება.

- „ტორპედოზეც“ გკითხავ, გუნდში როგორი მდგომარეობაა და რა არის ამ სეზონის მთავარი მიზანი?

- გუნდში ძალიან კარგი სიტუაციაა. იმის გათვალისწნებით, რომ საკმაოდ მოწინავე პოზიციაზე ვიმყოფებით, „ტორპედოს“ მიზანი ვფიქრობ, ყოველთვის ჩემპიონობა იყო და არც ახლა არის გამონაკლისი. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს სიხარული ვაჩუქოთ ამ ქალაქს და გულშემატკივებს, რადგან ისინი იმსახურებენ ამ ყველაფერს.

- წელს „ტორპედო“ ევროტურნირებზე გამოდის, როგორ ფიქრობ, ეს დამატებითი სტიმულია შიდა ჩემპიონატი მაღალ დონეზე რომ ჩაატაროთ?

- ვფიქრობ, რომ სტიმული ნამდვილად არის, მაგრამ ყოველთვის რთულია როდესაც საქართველოს ჩემპიონატს თამაშობ, ევროპა ლიგაზე კარგად წარმოაჩინო თავი, რადგან განსხვავება ძალიან დიდია და სწორედ ამის გამო უჭირს ყველა ქართულ კლუბს ჯგუფში მოხვედრა. როდესაც ჩემპიონატი საგრძნობლად გაუმჯობესდება და პირობებით და ინფრასტრუქტურით ევროპულ გუნდებს მივუახლოვდებით, მაშინ შეიძლება ამაზე ფიქრი. სტიმული არის და ვფიქრობ ძალიან დაგვეხმარება იქ მიღებული გამოცდილება ჩვენს ჩემპიონატში.

- ხომ არ გეგმავს გუნდი ევროტურნირამდე გაძლიერებას?

- სიმართლე გითხრათ, ამ ეტაპზე არაფერი ვიცი ამ თამასთან დაკავშირებით, მაგრამ ვფიქრობ თუ გუნდი დაიმატებს ისეთ ფეხბურთელებს, რომ გაძლიერდეს, მოხარული ვიქნები.

- თავად ხომ არ გაქვს შემოთავაზება სხვა ქართული თუ უცხოური კლუბიდან და ხომ არ გეგმავ ახლო მომავალში სადმე გადასვლას?

- ამ ეტაპზე კონცენტრაცია და ფიქრი „ტორპედოსკენ“ მაქვს მიმართული. მინდა ამ გუნდთან წარმატებას მივაღწიო და ძალიან დიდი იმედი მაქვს. არის რაღაც შემოთავაზებები, მაგრამ ამასთან დაკავშირებით თავს შევიკავებ, რადგან სერიოზული არაფერია.

- ჩემპიონატის დონეს როგორ შეაფასებდი?

- ვფიქრობ ჩემპიონატი საგრძნობლად გაიზარდა და საკმაოდ კარგი და დაძაბული თამაშებია. მიხარია ის ფაქტი, რომ მაყურებელს შეუძლია ყველა თამაშს მიადევნოს თვალყური. მისასალმებელია, მაგრამ ვფიქრობ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რომ ჩვენი ჩემპიონატის დონე ამაღლდეს.

- პრინციპული მეტოქე, რომლის წინააღმდეგ მოტივაცია ბევრად დიდია. არის ასეთი გუნდი შიდა ჩემპიონატში?

- რა თქმა უნდა ჩემთვის ყველა თამაში პრინციპულია, მაგრამ მაინც ქართული „ელ კლასიკო“ ჩემთვის უფრო პრინციპულია და ალბათ ასე იქნება ყოველთვის „დინამოს“ წინააღმდეგ.

- ეროვნულ ნაკრებზეც გკითხავთ. ამხანაგურ მატჩს მართავთ, როგორი განწყობაა გუნდში და რას ელით ამ მატჩისგან?

- დღეს ამხანაგური თამაში გვაქვს და ეს მატჩი გამოგვადგება ოფიციალური მატჩისთვის მოსამზადებლად. კარგ ხასიათზე გავემგზავრებით მოლდოვასთან შესახვედრად.

- მატჩი, რომელიც არასოდეს დაგავიწყდება?

- როდესაც ესპანეთის ნაკრებს მოვუგეთ 1:0. ეს არასოდეს დამავიწყდება და როცა ვიხსენებ ძალიან დიდ სიხარულს ვგრძნობ.

- ვის მიერ დარტყმულ თერთმეტმეტრიანს დაუხვდებოდი კარში სიამოვნებით?

- არვიცი რამდენად სასიამოვნო იქნება, მაგრამ რონალდოს პენალტს.

- ერთი საინტერესო ფაქტი შენს შესახებ, რომელიც შესაძლოა ჩვენმა მკითხველმა არ იცოდეს.

- ჩემთვის საინტერესო და ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი ის იყო, რომ ახლახანს დავოჯახდი. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ჩემს გვერდით არის ის ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარს და ამით ძალიან გავძლიერდი.

- შენი ოცნების გუნდი...

- ჩემი ოცნების გუნდი „მადრიდის“ რეალია. ბავშობიდანვე ამ გუნდს ვგულშემატკივრობ.

- და ბოლოს დაგვისახელე ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული შენი ვერსიიით...

კასილასი, რამოსი, მალდინი, მარსელო, ალვეში, ზიდანი, რონალდინიო, მესი, კრიშტიანუ რონალდუ, რონალდო და მარადონა.

ლოკომოტივი   5 - 0    ჩიხურა

შემადგენლობა

მოვლენები

საბურთალო   5 - 0    შუქურა

შემადგენლობა

მოვლენები

კოლხეთი   0 - 1    დინამო ბთ

შემადგენლობა

მოვლენები

დილა   1 - 2    სამტრედია

შემადგენლობა

მოვლენები

ტორპედო   0 - 2    დინამო თბ

შემადგენლობა

მოვლენები

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (40)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
02:40 | 08.06.2017
maradona73biankoneri (12221)

ერთი სერიოზული შეკიტხვა მაქვს, რამ გაყურებინათ ეს თამაში?

02:42 | 08.06.2017
maradona73biankoneri (12221)

ნეიძლავი გექნებოდათ ალბათ წაგებული

22:19 | 07.06.2017
levani82 (40062)

ადმინ ისეთი რა დავწერე კომენტარი რომ დამიბლოკეთ

22:19 | 07.06.2017
levani82 (40062)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

22:14 | 07.06.2017
mst (1500)

ხო არაბული რატომ გამოიძახეს გამოცანად რჩება,დვალიშვილს ალბათ სტადიონიდან გაასვენებენ,იმით ვიიმედებ თავს რომ 3-4 ფეხბურთელი გვაკლდა და იქნებ...

22:13 | 07.06.2017
rigeli (840)

პირველ ტაიმეზე ვერაფერს ვიტყვი არ მიყურებია მეორეში კი ნახევარი გუნდი გასაგდებია ნაკრებიდან ეს პროსტო სირცხვილია ქარტული ფეხბურტის. ეს ვაისი ნასნობობიტ იძახებს ფეხბურტელებს. რაის მომგები ესენი არიან მოლდავეტში ასეტი ტამაშიტ

22:12 | 07.06.2017
mst (1500)

მაკარიძე არაა ნაკრების მეკარე,ტაბიძე არაა ჯერ ნაკრებისათვის მზად,ყაზაიშვიული ნული,მერებაშვილი კაცს კი ატყუებს მაგრამ პასის დროს თავს არ წევს მაღლა და ამიტომ მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი ნოლია,კაჭარავა ვერაა ნაკრების დონის,კანკავა დიდი არაფერი,კაკაბაძეც არაფერი.მოკლედ კატასტროფაა და არა ეროვნული ნაკრები

23:14 | 07.06.2017
sabonis (6410)

მაკარიძეს რა შეატყვე, ქონდა რამე საქმე? ცალი თვალით უყურებდი და იქნებ გამომჩა.D

06:40 | 08.06.2017
mst (1500)

ტლანქია,ვერ მოძრაობს,ერთხელ შემოიტანა ბურთი ხელით და ისიც მეტოქეს მისცა ისეთი მეკარეა რომ ვერ დაეყრდნობი იმედი რომ არა გაქვს რომ გადაარცენს გუნდს

22:10 | 07.06.2017
sabonis (6410)

არაბიძე ცოდოა ეს ბავშვი.ამათ ხელში.

22:08 | 07.06.2017
zura-mesi (5400)

ისე, ბოლო ორი თამაშის სტატისტიკით მსოფლიოში საუკეთესოები ვართ მგონიDDDDDDDD სად არიან სტატისტიკოსებიDDDDDDDDDDDDD

22:11 | 07.06.2017
Despe (2535)

იტალიამ 8-0 მოიგო...

22:14 | 07.06.2017
zura-mesi (5400)

ბედი უნდა ყველაფერს

22:05 | 07.06.2017
shakooo7 (2101)

მსაჯმა კაშაიანცი ჩაატარა იმენა

22:05 | 07.06.2017
levani82 (40062)

ეხლა კი მოლდოვასაც მოვუგებთ

22:06 | 07.06.2017
sabonis (6410)

კი ეგ მსაჯი წავიყვანოთ და უეჭველი.DDD

22:00 | 07.06.2017
levani82 (40062)

levani82 (39588) პასუხი
სერხიო რამოს44

ყველა შენაირი ხომ არ იქნება

21:57 | 07.06.2017
levani82 (40062)

BEERTRANCE

გიგუშ ძმა გიბრალტარმა რომ გაგვიტანა ხო გახსოვს და ეხლაც ასე მოხდა

22:03 | 07.06.2017
BEERTRANCE (93503)

ჰო და რას ერჩოდენ მერე DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDდდ

ისე სამართლიანად არ ჩაუთვალეს?

22:06 | 07.06.2017
sabonis (6410)

უნდა ჩაეთვალათ კუთხურზე თამაშგარე სად გინახიათ.DD

22:13 | 07.06.2017
zura-mesi (5400)

გაითამაშეს კუთხური და თამაშგარე როგორ არ გვინახია, მარა იყო თუ არა ეგ არი საკითხავი... ისე კუთხურზეც შეიძლება თამაშგარე ჯიგარო

22:04 | 07.06.2017
levani82 (40062)

მსაჯთან პრეტენზია არ უნდა გვქონდეს

21:56 | 07.06.2017
Shenge 11 (50)

Kecbaia 100% kofila amattan..ubralod ver gadmocemda scorad))

22:00 | 07.06.2017
sabonis (6410)

ხო ნერვები ღალატობდა. შეტევას, როგორ მთხოვთ ამათ შემყურეო გიჟდებოდა კაცი.

21:55 | 07.06.2017
Despe (2535)

ვაისს დებილი ხარ თუ ***?

დვალიშვილი და ლობჟანიძე არ გვყოფნიდა

ახლა მერებაშვილი, არაბული და დაუშვილი დაამატა...

ყაზაიშვილი თამაშიდან თამაშამდე რეგრესირებს და დროა დაიხუროს მისთვის კარი ნაკრებში...

კვეკვესკირსაც არ ადგას კარგი ბედი, ყაზახეთში რო წახვალ არ გდომებია ფეხბურთი...

არაბიძე რა ცოდოა ამათ ხელში

22:01 | 07.06.2017
levani82 (40062)

ყაზახეთში რომ მიდიხარ იმასაც გააჩნია რომელ გუნდში თორე მანდ წასვლა რა მოხდა მერე

22:02 | 07.06.2017
Despe (2535)

დაბალი დონის ჩემპიონატში გადასულთათვის უნდა იხურებოდეს ნაკრებში კარი...

22:03 | 07.06.2017
levani82 (40062)

ამჟამად ყაზახეთის ჩემპიონატი ჩვენზე ძლიერია. ასტანა ავიღოთ

22:10 | 07.06.2017
Despe (2535)

გასაგებია, მაგრამ ეროვნული ჩემპიონატის გარეთ თუ გადავლენ, ის სუსტი ჩემპიონატი არ უნდა იყოს მაშინ... ასტანასნაირ გუნდში თუ გადავლენ, კიდე ხო ჯანდაბას...

21:58 | 07.06.2017
SergioRamos44 (62)

ვინც ჩამოთვალე რო არ ვათამაშოთ სხვები აღარ გვყავს

21:58 | 07.06.2017
levani82 (40062)

ელგუჯა შეიყვანა და არა უჩა

22:01 | 07.06.2017
Despe (2535)

ვიცი ადამიანო, ზოგადად ვიგულისხმე.

22:02 | 07.06.2017
levani82 (40062)

აი რა დრო დადგა მოვიგეთ მაგრამ ხალხი ერთმანეთში მაინც ჩხუბობს. რატომ მეჩხუბები ისე გითხარი კაცო

22:08 | 07.06.2017
Despe (2535)

არ ვჩხუბობ...

21:53 | 07.06.2017
SergioRamos44 (62)

მაგრა მომწონს კვასხვაძე მაგარი მეკარეა

21:50 | 07.06.2017
ed7777 (757)

ფუ ამათი . . .

21:48 | 07.06.2017
Dimitriusi GV@rdiol@ (623)

ესეგი პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ დვალიშვილი 6 წელიწადში ერთხელ იტანს გოლს

21:54 | 07.06.2017
SergioRamos44 (62)

სასწაულები ხდება

10:40 | 10.06.2017
ogafa (4529)

აბა რა

22:02 | 07.06.2017
Dimitriusi GV@rdiol@ (623)


21:56 | 07.06.2017
levani82 (40062)

სერხიო რამოს44

ყველა შენაირი ხომ არ იქნება

21:46 | 07.06.2017
Shenge 11 (50)

Ai bambob ra..fexburts 60% sheumcirdes daxmareba da eg fuli gadanacildes ragbze,kalatburtze da ziudo-chidaobaze(kvelas ekofa)...

21:47 | 07.06.2017
BEERTRANCE (93503)

და ფეხბურთიდან ფულის წურბელებიც გაქრება.

21:57 | 07.06.2017
sabonis (6410)

და გადაინაცვლებენ იქ სადაც ეს ფული წავა.D

22:02 | 07.06.2017
BEERTRANCE (93503)

ეგ იქაურმა ხალხმა უნდა მოახერხოს და არ მიიკაროს მერე

22:04 | 07.06.2017
Shenge 11 (50)

Ragbi moaxerxebs da danarchenis ra gitxrat

21:50 | 07.06.2017
Shenge 11 (50)

Aba ra..ramdeni saxeoba zaraldeba am udgeurebis gamo...bavshvebia codo tore vsaertod avkrzalavdi konstituciit

21:46 | 07.06.2017
Dimitriusi GV@rdiol@ (623)

არაბიძე მაგარი კლასნია)))

21:40 | 07.06.2017
Dimitriusi GV@rdiol@ (623)

დვალიშვილმა გაიტანააააა: შეკარი სასტავ ფული 3 ცხვარი გვაქ საკისრებელი

21:44 | 07.06.2017
BEERTRANCE (93503)

ჰო ვამბობდი მაგისთვის ჩამოიყვანეს სენტ კიტსი და ნევისი რო დვალიშვილს გოლი გაეტანა DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

21:45 | 07.06.2017
Dimitriusi GV@rdiol@ (623)

რავახარ ძმა ?

21:47 | 07.06.2017
BEERTRANCE (93503)

რახან დვალიშვილს გოლის გატანის ამბავი გავიგე რაღა მომკლავს აწი DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

21:47 | 07.06.2017
Dimitriusi GV@rdiol@ (623)

21:39 | 07.06.2017
sabonis (6410)

ვაა გილოცავთ დვალიშამ გაიტანა.DDDDDDDDDDDD

21:37 | 07.06.2017
sabonis (6410)

ცოდვაა არაბიძე ამ ნაკრებში, ლამის ვიფიქრო ნეტა უკრაინა აერჩია მეტქი. რეებს ვამბობ ამათ შემყურე ტფუ.

21:30 | 07.06.2017
berodaviti (3860)

არაბიძე 2:0

21:31 | 07.06.2017
berodaviti (3860)

რომ არა გიორგის ჯარიმა და პენალი ვერ მოვიგებდით სამარცხვინოდ

21:27 | 07.06.2017
berodaviti (3860)

დვალიშვილმა ამოსცხო ბურთს პანღური DDD

21:23 | 07.06.2017
berodaviti (3860)

ყაზაიშვილის ამდენი წუნი არვიცი...

21:09 | 07.06.2017
berodaviti (3860)

საღოლ არაბიძე სხვა შანსი არ იყო

21:07 | 07.06.2017
berodaviti (3860)

სად მისკდება გული, ფეხბურთი თუ სიარულის მარათონი

21:05 | 07.06.2017
berodaviti (3860)

დიდუუუ

21:02 | 07.06.2017
berodaviti (3860)

ერთი გოლი მაინც შეაგდეთ, ხალხს ინფარქტი არ დამართოთ, სირცხვილია ეს დმტყნ...

21:00 | 07.06.2017
ed7777 (757)

მაგარი სამარცხვინო ნაკრები გვყავს. სად გამოჩხრიკინიან, მერაბაშვილი, კვეკვესკვირი და ა.შ. ჯუ8ნგლებს ვერ უგებენ ეს ჩემისები, 1-0. 2-0. 3-0 ანგარიში, წაგებას უდრის. სომხეთს რაც შეეხება მხითარიანი გადაკუზავს მარტო ამ ნაკრებს . . .

20:56 | 07.06.2017
rigeli (840)

სად ვუყურო მეგობრებო 2 არხი არ აჩვენებს

21:04 | 07.06.2017
berodaviti (3860)

არცაა სხვაგან, არცა ღირს დადიან

20:55 | 07.06.2017
mamukapa (54)

სომეხია და ამ საქციელით მაგრა დაგვაჯვა , ხო ხედავთ თქვე უბედურებო რა გუნდთან გეხმარებით,გოლს არ ვუთვლიო. მაგათმა 5:0 მოუგეს

21:00 | 07.06.2017
BEERTRANCE (93503)

აუ ჩემი DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDდდ

გოლი არ ჩაუთვალეს იმათ? DDDDDDDDDDDDDDDDDD

21:03 | 07.06.2017
საბარსა (1918)

ხოოოოDDDDDD

20:53 | 07.06.2017
mamukapa (54)

რატო არ ჩათვალა ის გოლის,მსაჯის დდდ შშშ ცცც !!!!!!!!!!

20:51 | 07.06.2017
BEERTRANCE (93503)

იაპონიამ სირიას ვერ მოუგო DDDDDDDDDDDDDDDDDDდდდ

20:51 | 07.06.2017
mamukapa (54)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

20:47 | 07.06.2017
berodaviti (3860)

რა გინდათ ბიჯო ვის ვერ უგებთ არ გრცხვენიათ მაგის დშვც...

20:46 | 07.06.2017
BEERTRANCE (93503)

ტაიმში 1 გოლიც ვერ გაუტანიათ DDDDDDDDDDDDDDDDDDDDდ

20:33 | 07.06.2017
Madness (331)

ვაი ვაიი რა ფარჩაკიიი ნაკრები გყვავს არ ცხვენიათ ნეტაა!! @@@

20:38 | 07.06.2017
sabonis (6410)

მსაჯი თუ არ დაგვეხმარა წავაგებთ.DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDდ

21:01 | 07.06.2017
berodaviti (3860)

გვეხმარება კიდეც

18:50 | 07.06.2017
Dimitriusi GV@rdiol@ (623)

აი ყველაზე ბომბა სამტრედია იქნება ისე თამაშობს რო ::

18:18 | 07.06.2017
სერია A ჩვენია (Korben Napolitano) (7307)

რაღა დარჩა ევროტურნირებამდე ? აგერ კვასხვაძეც ამბობს, არ ვიცი გაძლიერებას ვაპირებთ თუ არაო. დანარჩენ სამ გუნდშიც იგივე სიტუაციაა.
ჩემი აზრით ასეც უნდა იყოს. ჯერ ვინ უნდა ჩამოიყვანონ, რომ გაძლიერდნენ და თან ასე სახელდახელოდ...
მოკლედ, წლევანდელ ევროსეზონს ვხვდებით ძალიან ადეკვატურად - ყოველგვარი იმედებისა და მოლოდინების გარეშე.
იქნებ ასეც ჯობდეს...

სტატისტიკა
ეროვნული ლიგა - ტური 23
  • 18 აგვისტო, 2017
  • დინამო ბთ 3 - 2 შუქურა
  • 19 აგვისტო, 2017
  • საბურთალო 1 - 1 სამტრედია
  • ტორპედო 2 - 1 დილა
  • 20 აგვისტო, 2017
  • კოლხეთი 1 - 2 ლოკომოტივი
  • დინამო თბ - ჩიხურა
  •  
  • დინამო თბ22 16 2 4 55-16 50
  • ტორპედო23 14 5 4 33-17 47
  • სამტრედია23 13 5 5 35-23 44
  • ლოკომოტივი23 11 3 9 39-30 36
  • ჩიხურა22 10 3 9 30-34 33
  • საბურთალო23 10 3 10 32-28 33
  • დინამო ბთ23 8 2 13 21-30 26
  • დილა23 5 7 11 25-35 22
  • კოლხეთი23 4 7 12 21-40 19
  • შუქურა23 2 5 16 21-59 11
ეროვნული ლიგა - ტური 24
  • 25 აგვისტო, 2017
  • ჩიხურა - საბურთალო
  • შუქურა - ლოკომოტივი
  • 26 აგვისტო, 2017
  • სამტრედია - ტორპედო
  • დინამო ბთ - დინამო თბ
  • 27 აგვისტო, 2017
  • დილა - კოლხეთი
2.60599