სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ფეხბურთი

18:20 | 6.06.2017 | ნანახია 6976 - ჯერ

საქართველო და არაევროპელები
დასამახსოვრებელი თამაშები: უძლიერეს ნიგერიასთან, ფორლანის ურუგვაისთან

7 ივნისს საქართველოს ეროვნული ნაკრები სენტ კიტსი და ნევისს უმასპინძლებს. ამ თამაშზე უკვე ბევრჯერ დაიწერა, 11 ივნისს მოლდოვასთან გველის შესარჩევი მატჩი და ხვალინდელი შეხვედრა სწორედ მოსამზადებელ ხასიათს ატარებს.

საქართველოს სულ 18 მატჩი გაუმართავს არაევროპულ ნაკრებებთან, თუმცა სენტ კიტსი და ნევისი მაინც განსაკუთრებულად ეგზოტიკურია - კონკაკაფის ზონის წარმომადგენლებთან აქამდე არასოდეს გვითამაშია. შეგახსენებთ, ჩვენმა მომავალმა მეტოქემ 4 ივნისს სომხეთში ჩაატარა ამხანაგური შეხვედრა და 0:5 წააგო.

აქვე, იმ თამაშების შედეგები, როცა საქართველოს ნაკრები არაევროპელებს ეთამაშებოდა. განსაკუთრებული იყო მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ქვეყანასთან გამარჯვება - ურუგვაისთან 2:0. ორივე გოლი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გაიტანა. ეს იყო 2006 წლის 15 ნოემბერს, თბილისში... "სელესტეს" მაშინაც ოსკარ ტაბარესი წვრთნიდა, ხოლო საქართველოს - კლაუს ტოპმიოლერი.

დიეგო ფორლანი, დიეგო ლუგანო, დიეგო გოდინი, მაქსი პერეირა, მეკარე ფაბიან კარინი, გუსტავო ვარელა, ვალტერ გარგანო, გილერმო ჯაკომაცი... ასეთი ფეხბურთელები თამაშობდნენ იმ დღეს ტაბარესის გუნდში.

კიდევ, გამოსარჩევია სამხრეთ აფრიკის დამარცხება თბილისში - 4:1. ეს იყო 2002 წლის გაზაფხულზე, სამხრეთ აფრიკა მუნდიალისთვის ემზადებოდა. სტუმართაგან გამორჩეული იყო ქვინტონ ფორჩუნი, რომელმაც შვიდი წელი ითამაშა "მანჩესტერ იუნაიტედში".

ჩამოთვლილი მეტოქეებიდან კი, ყველაზე ძლიერი იყო კლემენს ვესტერჰოფის გაწვრთნილი ნიგერია. ბრწყინვალე ნაკრები ჰყავდათ 1994 წელს: რაშიდი იეკინი, ემანუელ ამუნიკე, დანიელ ამოკაჩი, ჯეი-ჯეი ოკოჩა, ტიჯანი ბაბანგიდა და სხვები. მუნდილისწინა პერიოდი იყო და ბუნებრივია, უძლიერესი შემადგენლობით ეთამაშნენ საქართველოს. ვიგებდით რევაზ არველაძის გოლით, მერე კი დაიწყო, რაც დაიწყო - 1:5 წავაგეთ.

ალბათ, აფრიკის კონტინენტს არასოდეს ჰყოლია 1994 წლის ფორმაციის ნიგერიაზე ძლიერი ნაკრები.

ტუნისი - საქართველო 0:2

გოლები: ყაველაშვილი, კუდინოვი

ნიგერია - საქართველო 5:1

გოლი: რევაზ არველაძე

ლიბანი - საქართველო 4:2

გოლები: იაშვილი, კიკნაძე

ლიბანი - საქართველო 3:2

გოლები: გახოკიძე, ცქიტიშვილი

ტუნისი - საქართველო 1:1

გოლი: ქინქლაძე

ირანი - საქართველო 2:1

გოლი: ყაველაშვილი

საქართველო - სამხრეთ აფრიკა 4:1

გოლები: კობიაშვილი, დემეტრაძე (2), ალექსიძე

საქართველო - იორდანია 3:2

გოლები: დემეტრაძე (2), შოთა არველაძე

ახალი ზელანდია - საქართველო 3:1

გოლი: შოთა არველაძეO

პარაგვაი - საქართველო 1:0

საქართველო - ურუგვაი 2:0

გოლები: კობიაშვილი (2)

ყატარი - საქართველო 1:2

გოლები: კანკავა, სალუქვაძე

კამერუნი - საქართველო 0:0

საქართველო - ეგვიპტე 0:0

საუდის არაბეთი - საქართველო 0:2

გოლები: ოქრიაშვილი, დვალიშვილი

არაბეთის საამიროები - საქართველო 1:0

საქართველო - უზბეკეთი 2:2

გოლები: შონია, საბა ლობჟანიძე

საქართველო - იორდანია 0:1

საქართველო - ურუგვაი 2:0

საქართველო: რევიშვილი, გოგუა (კობახიძე 83), სალუქვაძე, კანდელაკი, შაშიაშვილი, ბურდული, მენთეშაშვილი, ცქიტიშვილი (შოთა გრიგალაშვილი 70), კობიაშვილი, სირაძე (წინამძღვრიშვილი 72), დემეტრაძე (აშვეთია 72)

ურუგვაი: კარინი, სკოტი (დიოგო 63), ლუგანო, გოდინი, დ. როდრიგესი, ვარელა (მაქსი პერეირა 53), გარგანო, ჯაკომაცი (პოუსო 68), ესტოიანოფი (ვარგასი 83), ფორლანი, კანობიო (კასტრო 46)

გოლები: 1:0 კობიაშვილი (40 პენ), 2:0 კობიაშვილი (62)

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (11)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:38 | 07.06.2017
CopyLink (152)

ს~დვალიშვილმა გაიტანა და მიწისძვრა დაიწყო, დაგვერხა

01:14 | 07.06.2017
O. Mertskhali (1107)

მიდით ბიჭებო - იბრძოლეთ ბოლომდე

23:22 | 06.06.2017
კორბენ კირილეს ძე კვინტრაია (8410)

ვეთანხმები ავტორს, ის ნიგერია მართლაც საუკეთესო იყო აფრიკული ნაკრებების ისტორიაში. მერვედფინალშიც თითქმის მოგებული თამაში წააგეს იტალიელებთან.
მაგრამ უცნაური ისაა, რომ შუაგულ აფრიკაში ჩავაკითხეთ და პაპანაქება სიცხეში ვეთამაშეთ. თუ არ ვცდები მანამდეც და მას მერეც ამდაგვარი *ლეობა არავის ჩაუდენია მსოფლიოში DDDDDDDD

11:01 | 07.06.2017
BEERTRANCE (94528)

ჰო იცი იფიქრებდნენ, ვინცხა ნიგერიაა რა უნდა მაგის მოგებასო და DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

23:21 | 06.06.2017
BEERTRANCE (94528)

ტონგა და სამოაც ჩამოიყვანეთ მაგათთანაც გვექნება მოგებები ალბათ DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

22:21 | 06.06.2017
bavaria-munchen5 (1089)

ტოტალიზატორებს რატომ არ აქვთ საქართველოს ხვალინდელი თამაში პროგრამაში?

21:56 | 06.06.2017
valeri8848 (1659)

ამდენი წაგების შემდეგ ფედერაციამ ამათთან დაგეგმა ამხანაგური იქნებ ეხლა მაინც მოვუგოთ,
მაგრამ ამათთან მოგება მოგებათ გვეთვლება, ამათ მეკარის გარეშე უნდა მოგო

20:45 | 06.06.2017
Seleção (267)

სომხეთს მოუგია გუშინწინ 4-ით ნოლი . რა გუნდს ვეთამაშები

20:45 | 06.06.2017
Seleção (267)

უფროსწორედ 5-ით ნოლი

20:43 | 06.06.2017
berodaviti (3942)

სენტ კიტსი & ნევისი - ალბათ ისტორიული შანსი სტუმრებისთვის არ წაგებისა DDD

სავარაუდო ანგარიში 3:1

20:41 | 06.06.2017
Seleção (267)

ურუგვაის მეორეჯერ როდის ვეთამაშეთ?? ორჯერ რო წერია.

20:46 | 06.06.2017
berodaviti (3942)

ქვევით გაშიფრულია, მაინც 2 გზის მსოფლიო ჩემპიონია, თუმცა ძან ცუდად ასპარეზობენ ასეთი შემადგენლობის ფონზე

20:49 | 06.06.2017
Seleção (267)

აა გასაგებია. მადლობა

19:47 | 06.06.2017
levani82 (40263)

federerjamesliverpooldelpotro

შეიძლება მეც წავიდე

20:28 | 06.06.2017
federerjamesliverpooldelpotro (5109)

მაგ დროისთვის მცალია და წავალ.დავტკბები დიდი ანგარიშით მოგებით იმედია

20:54 | 06.06.2017
Seleção (267)

ესეთ გუნდებთან თუ დატკბები თორე დანარჩენებთან ძირითადად მჟავდება ხოლმე ხალხი

20:50 | 06.06.2017
levani82 (40263)

ლატვიასთან ხომ დატკბი ეგ 1 სერია ხვალ კი დატკბობის მეორე სერია იქნება

18:25 | 06.06.2017
federerjamesliverpooldelpotro (5109)

სერიოზული გადაწყვეტილენა მივიღე ხვალ თამაშზე მივდივარ თუ გავქაჩავ ნეტა

სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.086329