ფეხბურთი

18:49 | 6.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

“პარი სენ ჟერმენმა” პეპე უარყო

“პარი სენ ჟერმენმა” ოფიციალურად უარყო “რეალის” 34 წლის მცველთან პეპესთან შეთანხმება და გამოაცხადა, რომ ინფორმაცია, თითქოს პორტუგალიელმა საფრანგეთის ვიცეჩემპიონთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, სიმართლეს არ შეესაბამება.

მიუხედავად ამისა, ესპანური Marca-ს ცნობით, ზაფხულში ამ ტრანსფერის განხორციელება გამორიცხული არაა. ამასთან, ცნობილია, რომ პსჟ-ს გარდა “სამეფო კლუბის” მცველის მიმართ ინტერესს იტალიური “ინტერიც” იჩენს.

პეპემ გასულ სეზონში “რეალის” შემადგენლობაში ყველა ტურნირის ჩათვლით 18 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111812