“როლან გაროსის” კორტზე რაფაელ ნადალმა ნიკოლოზ ბასილაშვილის მარტივად დამარცხების შემდეგ არც თავის თანამემამულე რობერტო ბაუტისტა-აგუტი (მსოფლიო რეიტინგში მე-18 ნომერი) დაინდო და 6:1, 6:2, 6:2 გაანადგურა. მატჩი საათსა და 54 წუთს გაგრძელდა. რაფამ 18 შესაძლებლობიდან 7 ბრეიკი გააკეთა.
“როლან გაროსის” მეოთხედფინალში რაფას მეტოქე კარენო-ბუსტა იქნება.
შეგახსენებთ, რომ რაფაელ ნადალს “როლან გაროსის” ტურნირი კარიერაში 9-ჯერ აქვს მოგებული.