ფეხბურთი

20:17 | 3.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ხიზანიშვილი გეგუჩაძის თანაშემწეა

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბში სიახლეა: მთავარი მწვრთნელის, გია გეგუჩაძის თანაშემწედ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი ზურაბ ხიზანიშვილი დაინიშნა. ეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციაა.

ხიზანიშვილმა ბოლოს ბაქოს "ინტერში" ითამაშა და ერთი თვის წინ დაასრულა კარიერა. ეროვნულ ნაკრებში 93 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ბევრ ძლიერ გუნდში გამოდიოდა, მათ შორის, "გლაზგო რეინჯერსში", "ბლექბერნსა" და "ნიუკასლში".

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114701