ჭადრაკი

16:56 | 3.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

მე-6 ტურმა არაფერი შეცვალა

ერთდღიანი შესვენების შემდეგ განახლდა ჭადრაკში მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონ ხოსე რაულ კაპაბლანკას მემორიალი, რომელსაც მისი სამშობლო - კუბა მასპინძლობს.

მე-6 ტურში მოჭადრაკეებმა მეტისმეტი სიფრთხილე გამოიჩინეს და სამივე პარტია ყაიმით დასრულდა. ამ ტურში კასპერ პიორუნი (პოლონეთი)ისან რეუნალდო ორტის სუარესს (კუბა) ეთამაშებოდა, კრიშნან სასიკირანი (ინდოეთი) - ვასილი ივანჩუკს (უკრაინა), ხოლო ემილიო კორდობა (პერუ) - სამუელ შანკლადს (აშშ).

სატურნირო მდგომარეობა 6 ტურის შემდეგ:

  1. ივანჩუკი - 4,0
  2. სასიკირანი - 3,5

3-4. კორდობა, შანკლადი - 3,0-3,0

  1. ორტის სუარესი - 2,5
  2. პიორუნი -2,0

მე-7 ტურის პარტიები:

პიორუნი - ორტის სუარესი

სასიკირანი - ივანჩუკი

კორდობა - შანკლადი

0.118133