ფეხბურთი

13:56 | 3.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი: "ყველაფერი შეიძლება მოხდეს"

ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი იმედოვნებს, რომ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის მოგებას შეძლებს. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, "იუვენტუსმა" 6 ფინალი არ წააგო, არამედ რვაჯერ ითამაშა გადამწყვეტ შეხვედრაში.

„ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ, რომ ამ შეხვედრამდე მოვსულიყავით და ვეცდებით დღეს გავიმარჯვოთ. ვუპირისპირდებით გუნდს, რომელიც ფავორიტია, რადგან „რეალი“ მოქმედი ჩემპიონია. დღევანდელ თამაშს კარგ კონდიციებში ვხვდებით, მაგრამ თასის ასაღმართად შესაბამისი რწმენაც საჭიროა.

მე ვფიქრობ, სწორ მომენტში სწორ ადგილას ვიმყოფებით. ჩვენ უნდა გადავლახოთ წარსულზე ფიქრი და წაგებული ფინალები დავივიწყოთ. მგონია, რომ „იუვემ“ 6 ფინალი კი არ წააგო, რვა ფინალი ითამაშა - ეს ნამდვილად ნიშნავს რაღაცას.

დარწმუნებული ვარ, დღეს ჩემი გუნდი კარგ თამაშს აჩვენებს, განსაკუთრებით ხასიათის კუთხით. დიდი მნიშვნელობა ექნება საგოლე მომენტების რეალიზებას და ამიტომ, როგორც კი გავაცნობიერებთ, რომ შანსი გვაქვს, ეს უნდა გამოვიყენოთ.

მართალია, "რეალი" ყველაზე მეტს იტანს, მაგრამ იმედია, დღეს ვერ გაიტანს. სტატისტიკა არაფერს ნიშნავს, ყველაფერი შეიძება მოხდეს - ჩვენ აქ მოგებისთვის ჩამოვედით", - განაცხადა ალეგრიმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066545