ფეხბურთი

22:09 | 2.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ლოკომოტივმა" მოგება გაიხსენა

ეროვნული ლიგის XVI ტური თბილისში, „დილასა“ და „ლოკომოტივის“ მატჩით დასრულდა. მასპინძლის როლში გორელები იყვნენ, რადგან მოგეხსენებათ, „თენგიზ ბურჯანაძის“ სტადიონზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

რაც შეეხება თამაშს - ორივე გუნდისთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო 3 ქულა, რადგან „დილასაც“ და „ლოკომოტივსაც“ მაღალი მიზნები აქვთ დასახული, თუმცა, ჯერჯერობით არცთუ ისე წარმატებით გამოდიად. „ლოკოს“ საერთოდ, ბოლო 5 თამაში ჰქონდა წაგებული. შესაბამისად, გიორგი დევდარიანის გუნდი მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავიდა.

იგივე ითქმის „დილას“ შესახებაც, მაგრამ გამოჩნდა, რომ ახლა, თბილისელებს უკეთესად ჰყავთ მოზადებული გუნდი. მატჩის ბედი პირველი ტაიმში გადაწყდა: ჯერ იყო და, ვატო არველაძემ იაქტიურა და რამარიკ ეტოუმ საჯარიმოში წააქცია. პენალტი გოლად ირაკლი სიხარულიძემ აქცია. მანვე, ტაიმის მიწურულს დუბლი შეასრულა - ამჯერად, უბილავას ფლანგურ გადაცემას გამოეხმაურა.

სიხარულიძეს ეროვნულ ლიგაში 13 გატანილი გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავას დამაჯერებლად ლიდერობს. რაც შეეხება „ლოკომოტივს“, მეოთხე ადგილზე დაბრუნდა. „დილა“ - ცხრილი ქვედა ნაწილშია.

„დილა“ – „ლოკომოტივი“ 0:2 (0:2)

თბილისი, „მიხეილ მესხი“

„დილა“: მუჯრიშვილი, ეტოუ (ტარავალიე 61), ფოფხაძე (მაჩაიძე 7), პაპავა, რაზმაძე, რიბეირო, წიქარიძე, ქარქუზაშვილი, კირკიტაძე, კვახაძე (დერეტი 46), ნუბიო

მწვრთნელი: ზივ ავრაჰამ არიე

„ლოკომოტივი“: თევდორაძე, ჭანტურია, მენთეშაშვილი (ჩიტეიშვილი 54), სიხარულიძე, დიასამიძე, ხიდეშელი, გაბაძე, არველაძე (სამურკასოვი 75), რეხვიაშვილი, უბილავა, არდაზიშვილი (კიკნაძე 68)

მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

გოლები: 0:1 სიხარულიძე (23, პენ), 0:2 სიხარულიძე (43)

გაფრთხილება: ჩიტეიშვილი (90)

მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127559