კალათბურთი

23:43 | 2.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

16 წლამდელებმა რეგულარული ჩემპიონატი დაასრულეს

დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი 16 წლამდე ვაჟ კალათბურთელთა შორის, რომელშიც 13 გუნდი მონაწილეობდა. აღნიშნული პირველობა 2 წრედ ჩატარდა და გამოვლინდა იმ 8 გუნდის ვინაობა, რომლებიც პლეი-ოფში იასპარეზებენ. პლეი-ოფის მეოთხედფინალები ერთ, ხოლო ნახევარფინალურიდა ფინალური დაპირისპირება 2 მოგებამდე გაგრძელდება.

გთავაზობთ სატურნირო მდგომარეობას რეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ:

1 ორბი 24 21 / 3 1627 / 1390 44
2 დინამო 24 21 / 3 1665 / 1370 44
3 ქუთაისი 24 17 / 7 1700 / 1423 41
4 აკადემია 24 16 / 8 1842 / 1471 40
5 ზაზა 1 24 12 / 12 1529 / 1469 36
6 რუსთავი 1 24 12 / 12 1678 / 1638 35
7 გორი 24 11 / 13 1367 / 1476 34
8 იბერი 24 10 / 14 1607 / 1654 34
9 აჭარის ნაკრები 24 9 / 15 1449 / 1477 33
10 ზაზა 2 24 7 / 17 1525 / 1793 31
11 სოხუმი 24 7 / 17 1490 / 1668 31
12 ჰიუნდაი 24 7 / 17 1242 / 1547 31
13 არმია 24 6 / 18 1463 / 1808 30

მეოთხედფინალებში გუნდები ასე დაწყვილდნენ:

ორბი-იბერი

დინამო-გორი

ქუთაისი-რუსთავი-1

აკადემია-ზაზა-1

შეხვედრებს პირველად დასახელებული გუნდები უმასპინძლებენ.მათი ჩატარების თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

0.116075