ფეხბურთი

14:00 | 2.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანმა კარდიფში 25 ფეხბურთელი წაიყვანა

მადრიდის “რეალი” კარდიფში გამგზავრა, სადაც 3 ივნისს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ტურინის “იუვენტუსს” დაპირისპირდება. “სამეფო კლუბის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა უელსში 25 ფეხბურთელი წაიყვანა:

მეკარეები: კეილორ ნავასი, კიკო კასილია, რუბენ იანეზი;

მცველები: დანიელ კარვახალი, პეპე, სერხიო რამოსი, რაფაელ ვარანი, ნაჩო, მარსელო, ფაბიო კოენტრაო, დანილო;

ნახევარმცველები: ტონი კროოსი, ხამეს როდრიგესი, კაზემირო, მატეო კოვაჩიჩი, ლუკა მოდრიჩი, მარკო ასენსიო, ისკო, ენცო ზიდანი;

თავდამსხმელები: კრიშტიანუ რონალდუ, ქარიმ ბენზემა, გარეტ ბეილი, ლუკას ვასკესი, მარიანო, მორატა.

“რეალისა” და “იუვენტუსის” შეხვედრა შაბათს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115718