ფეხბურთი

19:30 | 2.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

“სტოკმა” ფლეტჩერი დაიმატა

გამოცდილი შოტლანდიელი ნახევარმცველი დარენ ფლეტჩერი კარიერას “სტოკში” განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია “დურგლების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

33 წლის ფეხბურთელს “ვესტ ბრომვიჩთან” მოქმედი კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება. შესაბამისად, ის ახალ კლუბს 1 ივლისს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება და “ბრიტანია სთედიუმზე” ორი სეზონის განმალობაში ითამაშებს.

ფლეტჩერმა გასულ სეზონში “ვესტ ბრომვიჩის” მაისური 40-ჯერ მოირგო, 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124167