“როლან გაროსის” პირველ წრეში ფრანგმა გაელ მონფილსმა გერმანელი დასტინ ბრაუნი 6:4, 7:5, 6:0 დაამარცხა. მონფილსმა კარიერაში ერთეულთა თანრიგში მე-400 გამარჯვება მოიპოვა.
“რამდენიმე კვირის წინ ტრავმა მაწუხებდა და 100 პროცენტით მზად არ ვიყავი, თუმცა კორტზე თავს კარგად ვგრძნობდი”- განაცხადა მონფილსმა.
გაელ მონფილსი მეექვსე ფრანგი მოთამაშე გახდა, ვისაც 400 შეხვედრა აქვს მოგებული. ჟო-ვილფრედ ცონგა - 410 გამარჯვება, ჟილ სიმონი – 415, რიშარ გასკე – 470, ფაბრიციო სანტორო – 470, იანიკ ნოა – 482.