კალათბურთი

23:59 | 30.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

,,ოლიმპმა’’ და ,,მგზავრებმა’’ ჩემპიონატი რეკორდებით დაასრულეს

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატის პლეი-აუტი ,,ოლიმპისა’’ და ,,მგზავრების’’ მატჩით დასრულდა, სადაც აღნიშნული ჩემპიონატის რამდენიმე რეკორდი დაფიქსირდა.

ერთ შეხვედრაში ერთი გუნდის მიერ დაგროვილი ქულების რაოდების რეკორდი ორივე გუნდმა გააუმჯობესა, რადგან შეხვედრა 119:116 დასრულდა ,,მგზავრების’’ სასარგებლოდ. ძველი რეკორდი 112 ქულა ,,დინამოს’’ ეკუთვნოდა, რომელიც ,,რუსთავთან’’ (112:86) დაამყარა.

ასევე გაუმჯობესდა ერთ შეხვედრაში დაგროვილი ქულების საერთო რაოდენობა. ახალი რეკორდი 235 (119 + 116) ქულაა. ძველი რეკორდი 198 (122+86) ქულა ,,დინამო’’-,,რუსთავის’’ შეხვედრაში დამყარდა.

სარეკორდო გამოდგა ,,მგზავრების’’ უკანახაზელების ოთარ ფხაკაძისა და კაჰიმ რენსომის მიერ ერთ შეხვედრაში დაგროვილი 37-37 ქულა, რომლებმაც ,,დინამოს’’ უკანახაზელ დეონტა ვონის რეკორდი (37 ქულა) გაიმეორეს.

0.136974