ფეხბურთი

17:22 | 30.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბეილი შესაძლოა ინგლისში დაბრუნდეს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ინტერესთა არეალში მადრიდის “რეალის” შემტევი გარეტ ბეილია. გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში უელსელს ხშირად აკრიტიკებდნენ, მან “სამეფო კლუბის” დატოვება განიზრახა.

ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედის" წარმომადგენლები კარდიფში ჩემპიონთა ლიგის ფინალს დაესწრებიან და ამის შემდეგ გადაწყდება 27 წლის მოთამაშის მომავალი. თავად ფეხბურთელი მზადაა განიხილოს მასთან თანამშრომლობით დაინტერესებული კლუბების შემოთავაზებები.

შეგახსენებთ, ბეილი "რეალში" გადასვლამდე ინგლისის პრემიერლიგაში 7 წლის განმავლობაში თამაშობდა - ჯერ "საუთჰემპტონში", მერე კი "ტოტენჰემში".

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117273