ჭადრაკი

13:17 | 30.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ათი ქართველი მოჭადრაკე ევროპის ჩემპიონატზე

დღეიდან, 10 ივნისის ჩათვლით ბელარუსის დედაქალაქი მინსკი, ვაჟთა შორის ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელშიც 300 მოჭადრაკე მონაწილეობს. მათ შორის ათი ქართველი მოჭადრაკეა. ესენი არიან:

(6) ბაადურ ჯობავა (2713 ქულა)

(80) მიხეილ მჭედლიშვილი(2605)

(95) ლევა ფანცულაია (2594)

(104) დავით ჯოჯუა (2581)

(116) ლუკა პაიჭაძე (2568)

(122) თამაზ გელაშვილი (2563)

(129) ზურაბ სტურუა (2555)

(156) თორნიკე სანიკიძე (2518)

(250) მერი არაბიძე (2374)

(265) ნოე თუთისანი (2347)

ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით 11 ტურად ტარდება. ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 100 000 ევროა. აქედან ყველაზე მეტს საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები მიიღებენ . ჩემპიონი- 20 000, მეორე ადგილზე გასული-15 000, ბრინჯაოს მედლის მფლობელი-10 000. თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობით უკეთესი მაჩვენებლების მქონე მოჭადრაკე ისარგებლებს. 4 ივნისი დასვენების დღეა.

პირველი ტურის შეხვედრათა განრიგი ქართველი მოჭადრაკეების მონაწილეობით:

30 ივნისი

ჯობავა - ომერ რეშეტი (2459, ისრაელი)

მჭედლიშვილი - რომან მარტინოვი(2323, უკრაინა)

ჯოჯუა - დან პოლეგი (2241, ისრაელი)

ანდრეი მალიუში (2286, ბელარუსი)- ფანცულაია

პაიჭაძე - ლანიტა სტეტცკო (2202, ბელარუსი)

გელაშვილი - ანასტასია საზონოვა(2191, რუსეთი)

არაბიძე - მიხაილო ოლექსენკო(2636, უკრაინა)

ალფია ნასუბულინა(2162, რუსეთი) - სტურუა

სანიკიძე - გლებ ბადანინი (2054, რუსეთი)

ზდენკო კოზული - (2617, ხორვატია) - თუთისანი

0.115187