ფეხბურთი

1:29 | 30.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონამ” ტერ შტეგენს გაუხანგრძლივა

“ბარსელონამ”, ძირითად მეკარეს მარკ-ანდრე ტერ შტეგენს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია კატალონიური გრანდის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

ახალი ხელშეკრულების მიხედვით, 25 წლის კიპერი “ნოუ კამპზე” 2022 წლის 30 ივნისამდე დარჩება და მისი გამოსასყიდი თანხა 180 მილიონი ევრო იქნება.

გერმანელმა მეკარემ აწ უკვე დასრულებულ სეზონში “ბლაუგრანას” კარი 46-ჯერ დაიცვა, 47 გოლი გაუშვა და 17 მშრალი შეხვედრა ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110729