ფეხბურთი

15:19 | 29.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

“დინამოში” კოტ დივუარელი ფორვარდი ისინჯება

თბილისის “დინამოს” სამწვრთნელო შტაბი 19 წლის კოტ დივუარელ ფორვარდს ნოჰორე კრიზოს აკვირდება. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.

ახალგაზრდა ფეხბურთელი მილანის “ინტერის” აკადემიის აღზრდილია, პროფესიონალურ დონეზე კი ბელარუსის “სლუცკში”, მოლდოვურ “საქსანში” და უზბეკეთის “ლოკომოტივში” უთამაშია.

შეგახსენებთ, “დინამოში” ასევე სინჯებზე იმყოფება 24 წლის ნიგერიელი ფეხბურთელი მოჰამედ ალიუ, რომელიც ამპლუით მარცხენა მცველია.

0.112978