ფეხბურთი

15:47 | 28.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

"შუქურას" პირველი და შთამბეჭდავი მოგება

ქობულეთის "შუქურამ" ეროვნულ ლიგაში პირველად მოიგო. ეს მოხდა მე-15 ტურში, თბილისის "ლოკომოტივთან" გასვლაზე. ქობულეთელებმა 3:0 სძლიეს გიორგი დევდარიანის გაწვრთნილებს. ასეთი შთამბეჭდავი გამოდგა გიორგი შაშიაშვილის დებიუტი "შუქურას' თავკაცის პოსტზე.

აი, "ლოკომოტივმა" კი ზედიზედ მეხუთე თამაში წააგო... მარცხიცაა და მარცხიც: 0:3 ჩემპიონატის აუტსაიდერთან? მეტისმეტია.

მე-12 წუთი იყო, გიორგი კალანდაძემ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს თავური შეაგება და ანგარიში გახსნა. მალევე, სანდრო გურულმა ისარგებლა "ლოკოს" დაცვაში დაშვებული უხეში შეცდომით, მეკარესთან პირისპირ დარჩა, მოატყუა და ზუსტად დაარტყა - 0:2. პირველი ტაიმის ბოლოს კი ლევან კუტალიამ პენალტი გაიტანა და სტუმრები უკვე სამი ბურთით დაწინაურდნენ.

მეორე ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა. "შუქურა" უიმედოდ არ არის, კიდევ შეუძლია ბოლო ადგილიდან თავის დაღწევა.

ლოკომოტივი - შუქურა 0:3 (0:3)

ლოკომოტივი: თევდორაძე, გაბაძე (მენთეშაშვილი 46), ჭანტურია, ხიდეშელი, ღონღაძე (მუზაშვილი 70), უბილავა, კომახიძე, არდაზიშვილი, არველაძე, ქავთარაძე (დიასამიძე 35), სიხარულიძე

შუქურა: სტურუა, ცეცხლაძე, კალანდაძე, მახარაძე, ჩაჩუა, ჯეფინიო, კლიმიაშვილი, არქანია (ართმელაძე 80), ს.გურული (დაგარგულია 52), კუტალია, შალამბერიძე (მალაზონია 70)

გოლები: 0:1 კალანდაძე (12), 0:2 გურული (16), 0:3 კუტალია (45 პენ)

გაფრთხილება: ხიდეშელი (45+1), კალანდაძე (48)

მსაჯი: ნინუა

ტურში კიდევ სამი მატჩი დარჩა:

17:30. თბილისი. მიხეილ მესხი. საბურთალო - ჩიხურა

19:30. ზესტაფონი. დავით აბაშიძე. ტორპედო - სამტრედია

21:00. თბილისი. დინამო არენა. დინამო თბილისი - დინამო ბათუმი

1. დინამო თბ 14 10 1 3 27 9 +18 31
2. ტორპედო 14 8 4 2 20 9 +11 28
3. სამტრედია 14 8 2 4 19 15 +4 26
4. ლოკომოტივი 15 6 3 6 27 20 +7 21
5. ჩიხურა 14 6 2 6 18 19 -1 20
6. საბურთალო 14 6 1 7 18 17 +1 19
7. დილა 15 4 7 4 15 15 0 19
8. დინამო ბთ 14 5 1 8 14 18 -4 16
9. კოლხეთი 1913 15 4 3 8 15 25 -10 15
10. შუქურა 15 1 4 10 11 37 -26 7

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10896