ფეხბურთი

12:54 | 28.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

კერიკმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

35 წლის ინგლისელმა ნახევარმცველმა მაიკლ კერიკმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა და "წითელი ეშმაკების" მაისურით 2018 წლის ივლისამდე იასპარეზებს. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური გრანდის ოფიციაურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

კერიკი "მანჩესტერში" 2006 წელს "ტოტენჰემიდან" გადავიდა. მას შემდეგ ფეხბურთელმა პრემიერლიგა 5-ჯერ მოიგო, ასოციაციის თასი - ერთხელ, ლიგის თასი - სამჯერ, სუპერთასი - ექვსჯერ, ჩემპიონთა ლიგა, ფიფას საკლუბო თასი და ევროპა ლიგა კი - თითო-თითო-ჯერ. კერიკმა მანჩესტერულ გუნდში 459 მატჩი ჩაატარა და 24 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124205