ჭადრაკი

23:34 | 26.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნაკრები შეკრებას ბაზალეთში გადის

მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატისათვის მზადებოს მიზნით, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მორიგ შეკრებას დუშეთის რაიონის სოფელ ბაზალეთის კურორტზე გადის.ამის შესახებ worldsport.ge-ს ჭადრაკის ფედერაციის პრეს სამსახურის წარმომადგენელმა სოფო ნიკოლაძემ განუცხადა.

,,შეკრებაზე მყოფი ნაკრების შემადგენლობაში ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, ბელა ხოტენაშვილი და სალომე მელია იმყოფებიან. რაც შეეხება ნაკრების ლიდერ ნანა ძაგნიძეს იგი ჩინეთში იმყოფება და ამ ქვეყნის საკლუბო ჩემპიონატში მონაწილეობს. შეკრებას ნაკრების მთავარი მწვრთნელის დავით ჯოჯუას ასისტენტი ბულგარელი საერთაშორისო დიდოსტატი ალექსანდრ დელჩევი ხელმძღვანელობს’’ - გვითხრა ნიკოლაძემ

შეგახსენებთ, ქალ მოჭადრაკეთა შორის მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატს, 29 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით რუსეთის ქალაქი ხანტი მანსიისკი უმასპინძლებს.

0.113866