საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა (საბერძნეთი) საქართველო დატოვა და თბილისში ჩვენი ქვეყნის ნაკრების ევრო-2017- ის ფინალური ეტაპისათვის მზადების დაწყების შემდეგ დაბრუნდება.
ამის შესახებ worldsport.ge-ს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეს სამსახურის წარმომადგენელმა თამუნა რუაძემ განუცხადა.
შეგახსენეთ, რომ ზუროსი თბილისში საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26 ეროვნული ჩემპიონატის ფლეი ოფის ფინალური სერიის დაწყების წინ ჩამოფრინდა. იგი ფინალური სერიის მონაწილე ,,დინამო’’-,,ქუთაისის’’ მხოლოდ ორ და ფლეი აუტში მოასპარე გუნდების რამდენიმე შეხვედრას დაესწრო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ნუ, რაც გავიფიქრე კი დაწერეს ქვემოთ.
ადმინ რა სათაურია DD მე ვთქვი წავიდა მწვრთნელობიდან მეთქი, არა უკეთესი არ იშოვება მეთქი ვერ ვიტყვი, მარა ახლა აშკარად გვიანი იქნებოდა ახალი მწვრთნელი ძებნა.
ისე, აქამდე რომ დაგეწერათ, რომ თურმე ჩამოსული იყო და ფინალებს ესწრებოდა (ბოდიში, თუ დაწერეთ და მე ვერ ვნახე, მარა ძალიან მეეჭვება), უკეთესი იქნებოდა, სათაური რომ ვნახე, კინაღამ გულმა მხია.
აუ, სათაური ისეთი აქვს, რომ გული გამისკდა.
ვიფიქრე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, კლუბის მერე ჩვენი ნაკრებიდანაც წავიდა თქო.
ყოჩაღ