ფეხბურთი

20:46 | 24.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

აჭარული დერბი ბათუმელებმა მოიგეს

ქობულეთის "ჩელე არენაზე" გამართული აჭარული დერბი ბათუმის "დინამომ" მოიგო. "შუქურა" ჩემპიონატის გამოკვეთელი აუტსაიდერია, ჯერ არ გაუმარჯვია და ამჯერადაც გააგრძელა უსიამოვნო სერია.

არადა, "შუქურა" მე-7 წუთზე დაწინაურდა: გუნდის საუკეთესო ფეხბურთელმა ლევან კუტალიამ მოიპოვა პენალტის უფლება (თემურ შონიამ წააქცია) და თავადვე ზუსტად დაარტყა - 1:0.

სამ წუთში იაროსლავ კვასოვმა გაათანაბრა კენედის ჩაწოდების შემდეგ. უკრაინელმა კარგად ითამაშა დასწრებაზე - 1:1. მეორე ტაიმის დასაწყისში კი კვლავ კვასოვმა, შეაგდო ამჯერად თავურით - 1:2.

ანგარიშში სხვაობა არჩილ ტვილდიანმა გაზარდა, როცა პაპუნა ფონიავას პასის შემდეგ გაიტანა - 1:3.

68-ე წუთზე გიორგი არქანიამ მშვენიერი გოლი გაიტანა. კუტალიას პასის შემდეგ, საჯარიმოში ფინტებით გასცდა მცველს და ახლო კუთხეში ზუსტად დაარტყა - 2:3.

ბოლოს კი ისევ ჩავარდა ქობულეთელთა დაცვა, კენედიმ კარგი პასი გაუკეთა მიხეილ გორელიშვილს და მანაც მშვენივრად გამოიყენა შანსი - 2:4.

შუქურა - დინამო ბათუმი 2:4 (1:1)

შუქურა: სტურუა, ცეცხლაძე, კალანდაძე, ჭეჟია, ჩაჩუა, მალაზონია (რუდნიცკი 63), ჯეფინიო (ჭეჭელაშვილი 68), კლიმიაშვილი (არქანია 55), კუტალია, ს.გურული, შალამბერიძე

დინამო ბთ: ტაკიძე, ფარტენაძე, გოგიტიძე, კვირკველია, ტვილდიანი, კენედი (მგელაძე 85), თარხნიშვილი, ფონიავა (გორელიშვილი 73), შონია, თევდორაძე (კვანტალიანი 71), კვასოვი

გოლები: 1:0 კუტალია (7 პენ), 1:1 კვასოვი (10), 1:2 კვასოვი (53), 1:3 ტვილდიანი (64), 2:3 არქანია (68), 2:4 გორელიშვილი (81)

გაფრთხილება: კალანდაძე

მსაჯი: კიკაჩეიშვილი

0.124276