კალათბურთი

20:53 | 23.05.2017 | ნანახია 1800 - ჯერ

„დინამო“ თითქმის ჩემპიონია

საქართველოს ვჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატის პლეი ოფის ფინალური სერიის მეორე შეხვედრა დასრულდა. 88:65 გაიმარჯვა „დინამომ“ და სერიაში 2:0 დაწინაურდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ სერია 3 მოგებამდე გრძელდება, „დინამო“ თითქმის ჩემპიონია, რადგან 2:0-ის შემდეგ ქუთათურებმა ტიტულის შესანარჩუნებლად ზედიზედ სამი შეხვედრა უნდა მოიგონ. დინამოელებს კი ოქროს მედლებამდე ერთადერთი მოგებაღა აშორებთ. მართალია, მომდევნო შეხვედრა და თუ საჭირო გახდა მეოთხე მატჩიც ქუთაისში გაიმართება, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ გამორიცხული არაფერია „ქუთაისს“ შესანიშნავ ფორმაში მყოფი „დინამოს“ ზედიზედ სამჯერ დამარცხება ძალიან გაუჭირდება. ისიც გასათვალისწინებელია, რომ დღევანდელი მატჩის ჩათვლით, ამ სეზონში „ქუთაისი“ „დინამოსთან“ 1:8 აგებს.

გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, გულშემატკივრები დღესაც საინტერესო თამაშს ელოდნენ, მაგრამ მათი პროგნოზი არ გამართლდა. ირაკლი ხოშტარიას შეგირდები პირველივე წუთიდან დაეუფლნენ უპირატესობას და პირველი ტაიმი დიდი ანგარიშით 20 ქულის სხვაობით 47:27 მოიგეს. შეიძლება ითქვას, რომ მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა დინამოელთა სასარგებლოდ.

იყო მომენტები, როცა „დინამოს“ უპირატესობა 20 ქულასაც აღემატებოდა. მეორე ტაიმში „დინამომ“ კიდევ უფრო გაზარდა უპირატესობა და 23 ქულის სხვაობით 88:65 შეძლო მეტოქის დამარცხება.

ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მეტი 25 ქულა „დინამოს“ ამერიკელმა ლეგიონერმა, უკანახაზელმა დეონტა ვონმა დააგროვა. ერთ-ერთი საუკეთესო იყო „დინამოს“ კაპიტანი ილია ლონდარიძე, რომლის ანგარიშზეც 19 ქულა და 8 მოხსნაა. რაც შეეხება „ქუთაისს“, თუ არ ჩავთვლით საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებს, გამთამაშებელ გიორგი ცინცაძეს და მძიმე ფორვარდ ბექა ბექაურს, ყველამ სუსტად ითამაშა. ცინცაძემ 18 ქულა, 8 მოხსნა და 9 პასი დააგროვა. ბექაურის ანგარიშზე კი 16 ქულა, 8 მოხსნა და 1 პასია.

ამ გუნდების მესამე შეხვედრა 26 მაისს ჩატარდება, რომელსაც ამჯერად ქუთაისი უმასპინძლებს. აღნიშნული შეხვედრა, დღევანდელი მონაცემებით, 18:30 წუთზე დაიწყება.

„დინამო“ – „ქუთაისი“ 88:65 (23:13, 24:14, 22:16, 19:22)


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:23 | 24.05.2017
levani82 (41682)

eke99

პირველ თამაშში ფაცაციამ დაგლიჯა ისე მაგრად ითამაშა, თანაც მეოთხე მეოთხედი 4 ფოლით დაიწყო, მაგრამ ამის მიუხედავად 23 ქულა მაინც დააგროვა

22:46 | 23.05.2017
levani82 (41682)

eke99

რაო რა დაწერე ხვალ ანგარიში 1-1 გახდებაო?

00:04 | 24.05.2017
eke99 (1362)

ხოო შევცდი ლევან.მეგონა და მინდოდა ეგრე რომ მეტხანს სანახაობა მენახა მაგრამ შევცდი. საღოლ დინამოს

23:19 | 23.05.2017
temo11 (1791)

მეც ეგრე მეგონა, რატომ რა საბაბი არ იყო პირველი თამაშის მერე? მაგრამ დაგლიჯა დინამომ დგეს. საინტერესოა ქუთაისში რას იზავენ

23:26 | 23.05.2017
levani82 (41682)

ქუთაის უკან დასახევი გზა აღარ აქვს ასე რომ ქუთაისში მაგარი "ომი" იქნება

22:21 | 23.05.2017
temo11 (1791)

გუშინ ვამბობდი 1-1 გახდებათქო და შევცდი, თან მაგრად, გადაურბინა, ბრავო დინამოს,არ მეგნა ნამდვილად, იმედია ქუთაისში არ მორჩება game 5 მინდა თბილისში წარმატებები ორივე გუნდს

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.060457