კალათბურთი

22:39 | 22.05.2017 | ნანახია 2292 - ჯერ

,,დინამომ’’  დაძაბულ  ბრძოლაში  მოიგო

დაიწყო საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატის ფინალური სერია ,,დინამოსა’’ და ,,ქუთაისს’’ შორის, რომელიც სამ მოგებამდე გრძელდება.

სერიაში, როგორც რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული მოედნის უპირატესობით ,,დინამო’’ სარგებლობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველ შეხვედრას თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა და თუ საჭირო გახდა მეხუთე, გადამწყვეტ შეხვედრასაც ,,დინამო’’ უმასპინძლებს. დაძაბულ ბრძოლაში ,,დინამომ’’ 81:74 შეძლო მეტოქის დამარცხება და სერიაში 1:0 დაწინაურდა.

თუ გავითვალისწინებთ, რომ მიმდინარე სეზონის პირად შეხვედრებში ანგარიშია 6:1 ,,დინამოს’’ სასარგებლოდ ფავორიტად მასპინძლები ითვლებოდნენ. პროგნოზის საპირისპიროდ შეხვედრა ,,ქუთაისის’’ უპირატესობით დაიწყო. პირველი მეოთხედის დასრულებამდე 2 წუთითა და 44 წამით ადრე ანგარიში იყო 21: 11 სტუმართა სასარგებლოდ. დარჩენილ დროში მასპინძლებმა თითიქმის შეუძლებელი შეძლეს და ანგარიში გაათანაბრეს 23:23 ასე დასრულდა პირველი მეოთხედი.

მეორე მეოთხედიც პირველის სცენარით წარიმართა. მართალია, ძირითადად ,,ქუთაისი’’ ლიდერობდა, მაგრამ ტაიმის მიწურულს ,,დინამომ’’ მოახერხა წინ გასვლა და პირველი ტაიმი ორი ქულის სხვაობით 39: 37 მოიგო.

მეორე ტაიმში ,,დინამო’’ ლიდერობდა. იყო მომენტი, როდესაც მასპინძელთა უპირატესობამ ათ ქულას გადააჭარბა 67:66. კოტე ტუღუშის შეგირდები სულაც არ აპირებდნენ წაგებასთან შეგუებას, რომლებმაც ძირითადი დროის დასრულებამდე 8 წამით ადრე ანგარიშში სხვაობა სამ აქულამდე დაიყვანეს 74:77, მაგრამ მეტის გაკეთება ვერ შეძლეს დროის სიმცირის გამო. ,,დინამოს’’ დანარჩენი ქულები, საჯარიმოებით მიხეილ ბერიშვილმა მოუტანა.

ამ გუდების მეორე შეხვედრა ხვალ, იმავე დროს 18.30 საათზე, ისევ ოლიმპიურ სასახლეში დაიწყება.

,,დინამო’’ - ,,ქუთაისი’’ 81:77

(23:23, 16:14, 22:19, 20:18)


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:22 | 23.05.2017
batitasiko3 (116)

ფუ რა უზრდელები და შეუგნებლები არიან, ესენი გალიას არ უნდა გააცდინო
მოდი თამაშზე, შე დ... მ... და კარგი თამაში როა ისიამოვნე, რა საჭიროა გინება და შეურაცყიფა, მაგრამ კ... ბს რას შეაგნებინებ.
გინდ მორალი წაუკითხე, გინდ დაარიგე, უარესს აგრესიაზე გადმოდიან.შეეშვით ამ ამბიციურ კ... ბს

10:23 | 23.05.2017
qomagi555 (259)

კარგი თამაში იყო ყოჩაღ გუნდებს და გულშემატკივარსაც.
დინამოს პატარა გულშემატკივრებმა ყველას აჩვენეს როგორ უნდა გულშემატკივრობა ლანძღვა გინების და მეტოქის შეურაცხყოფის გარეშე, რასაც ქუთაისზე ვერ ვიტყვი სამწუხაროდ. კვლავ ძალიან უხამსი და უზრდელური სკანდირება იყო დინამოს მისამართით და არ შეშვენის ეს ქუთაისს თუ რათქმაუნდა ზრდილობაზე აქვთ პრეტენზია!!!
მსაჯის ფაქტორი კარგია ნამდვილად და მაგას ვამბობ ამდენი წელია და ერთი კი არა ორი უცხოელი მსაჯი უნდა იყოს მინიმუმ ფინალებზე.
ცინცაძე ჩვენი ჩემპიონატისთვის ძალიან დიდი ძალაა მაგრამ ფაცაციამაც მაგრად ითამაშა გუშინ
დღესაა გადამწყვეტი შეხვედრა ორივე გუნდისთვის და ვნახოთ რა იქნება

12:48 | 23.05.2017
kikvidze22 (37)

რა არ მოგეწონა ჩვენი? ლურჯი ფერი პ-----ტები? კაი მაშინ დღეს უფრო ზრდილობიანად დავუზახებთ მაგენს

09:07 | 23.05.2017
eshmaka (255)

კარგი თამაში, დაძაბულობა, კარგი მსაჯობა, ეს აკლდა სუპერლიგას და კარგია რო გუშინ ვიხილეთ მონატრებულმა გულშემატკივრებმა ეს ყველაფერი, დინამომ ღირსეულად მოიგო გუნდურობით და ბოლომდე დახარჯვით, მემგონი დინამო მოიგებს 3-1

08:51 | 23.05.2017
temo11 (1791)

ნამდვილად კარგი თამაში იყო, პირველად უნდა ვთქვა ბრავო მსაჯებს, თავისი გავლენა იქონია უცხოელმა მაინც, მაგრამ ამდენი გაფრთხილება მწვრტნელის?ხოშტარია გააფრთხილეს 5 ჯერ და 1 ტექნიკური მისცეს,ტექნიკურის მერე კიდევ 2 ჯერ გაფრტხილება მისცეს.მემგონი გასაგდები იყო,საერთო ჯამშიმაინც კარგი იყო.მსაჯებზე პრეტენზია ვერ ექნება ვერცერთს.დრეს კიდევ უფრო კარგი თამაში იქნება და მაინც მგონია რომ 1-1 გახდება

13:31 | 23.05.2017
eke99 (1362)

თემო სრულად გეთანხმები დღეს 1:1 გახდება. დარწმუნებული ვარ. ისიც მგონია რომ ქუთაისში ქუთაისი წინ გავა. დინამო მეგონა თავიდან მაგრამ რასაც ვუყურე გუშინ ქუთაისს მეტი შეუძლია და ცინცაძემ ცოტა მეტი ყურადღებით უნდა ითამაშოს. რაც შეეხება მსაჯობას ისევ გავიმეორებ რომ თურმე შესაძლებელი ყოფილა უცხოელის ჩამოყვანა რომ ყროყინებდნენ შეუძლებელიაო. მყისიერ მოჯდნენ სხვა ქართველი მსაჯებიც და ახლა იმსაჯეს ნორმალურად. არ მომეწონა ჭოჭუას ბრიქიალი კიდევ და ცოტა ემოციები მოთოკოს სჯობს. ქუთაისში კი მაგარი ატმოსფერო იქნება და სანაობრიობა ასე ვიმედოვნებ. წარმატებები ორივე გუნდს რომ კარგი სანახაობით დავტკბეთ. ხო კიდევ დღეს ალოე მოიგებს სამწუხაროდ ასე მგონია

0.239427