ჭადრაკი

15:54 | 22.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

მეორე ეტაპი დინგ ლირენმა მოიგო

ჭადრაკში ვაჟთა შორის გრან პრის გათამაშების მეორე ეტაპი, რომელსაც რუსეთის დედაქალაქმა მოსკოვმა უმასპინძლა, დინგ ლირენის გამარჯვებით დასრულდა.

ჩინელმა საერთაშორისო დიდოსტატმა ცხრა შესაძლებლობიდან 6.0 ქულით პირველი ადგილი და მთავარი პრიზი მოიპოვა. მეორე ადგილზე შახრიარ მამედიაროვი (აზდერბაიჯანი) გავიდა, რომელიც ტურნირის გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩა. 5.0-5.0 ქულით მე-3-მე-9 ადგილები შვიდმა მოჭადრაკემ გაიყო.

ტურნირში, რომელიც შვეიცარიული სისტემით ცხრა ტურად ჩატარდა, 18 მოჭადრაკე მონაწილეობდა. ასპარეზობის გამარჯვებულის ბედი ბოლო, მეცხრე ტურში გაირკვა. ერთ- ერთმა ლიდერმა დინგ ლირენმა შავებით ისრაელის სახელით მოასპარეზე ბორის გელფანდს მოუგო, ხოლო მეორე ლიდერი მამედიაროვი მაქსიმ ვაშიე-ლაგრავს(საფრანგეთი) დაუზავდა.

შეგახსენებთ, გრან პრის გათამაშებაში 24 მოჭადრაკე მონაწილეობს. თითოეულ ეტაპზე 18 მოჭადრაკე თამაშობს, ხოლო 6 ივენებს. ამ ეტაპზე დმიტრი იაკოვენკო(რუსეთი), რიხარდ რაპორტი(უნგრეთი), ლი შაო(ჩინეთი), პაველ ელიანოვი(უკრაინა), ლევონ არონიანი(სომხეთი) და ალექსანდრ რიაზანცევი(რუსეთი).

გთავაზობთ მეორე ეტაპის საბოლოო სატურნირო მდგომარეობას დაკავებული ადგილების მიხედვით.

1.დინგ ლირენი(ჩინეთი) 6.0 ქულა

2.შახრიარ მამედიაროვი(აზერბაიჯანი) 5.5

3-9. მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი(საფრანრეთი), ჰიკარუ ნაკამურა(აშშ), ანიშ გირი(ჰოლანდია), პიოტრ სვიდლერი(რუსეთი), ალექსანდრ გრიშუკი(რუსეთი), თეიმურ რაჯაბოვი(აზერბაიჯანი), ჰოუ იფანი(ჩინეთი) 5.0-5.0

10-12. პენტალა ჰარიკრიშნა(ინდოეთი), ბორის გელფანდი(ისრაელი), ევგენი ტომაშევსკი(რუსეთი) 4.5-4.5

13-14.პონს ფრანცისკო ვალეხო(ესპანეთი), ჯონ ლუდვიგ ჰამერი(ნორვეგია) 4.0-4.0

15-17.იან ნეპომნიშჩი(რუსეთი), მაიკლ ადამსი(ინგლისი), ა.რ.სალეჰ სალემი(ა.გ.ს) 3.5-3.5

  1. ერნესტო ინარკიევი (რუსეთი) 2.5

სატურნირო მდგომარეობა ორი ტურის შემდეგ. ფრჩხილებში ნაჩვენებია იმ სპორტსმენთა ვინაობა, რომლებმაც თითო ტური ითამაშეს.

1.მამედიაროვი 280 ქულა

2.დინგ ლირენი 240

3.ვაშიე-ლაგრავი 211.4

4.გრიშუკი 211.4

5.ნაკამურა 141.4

6. ჰოუ იფანი 78.4

7.ნეპომნიაშჩი 73

8.ადამსი 73

9.სვიდლერი 71.4 (1)

10.რაჯაბოვი 71.4 (1)

11გირი 71.4 (1)

12.იაკოვენკო 70 (1)

13.ვალეხო 32

14.რაპორტი 25 (1)

15.ლი ჩაო 25 (1)

16.ელიანოვი 25 (1)

17.ტომაშევსკი 23

18. გელფანდი 20

19.ჰარიკრიშნა 20 (1)

20.ჰამერი 10

21.არონიანი 7 (1)

22.სალემი 6

23. ინარკიევი 1 (1)

24. რიაზანცევი 1 (1)

0.107312